მკვლელობა მოხდა თუშეთის მაღალმთიან ზოლში – მთავარი არხის ინფორმაციით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭეშოში თანასოფლელმა მამაკაცი სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით მოკლა. შემთხვევა წუხელ მოხდა. ნოდარ ნეკერაული ადგილზე დაიღუპა.
ადგილობრივების თქმით, მიზეზი ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი გახდა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. ფაქტზე მოკვლევას შსს-ს კახეთის პოლიცია აწარმოებს.
კომენტარები