ქართული ხალხური სიმღერების შემსრულებელი და ჟურნალისტი ომარ ჩიტაია 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ის საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ ჟურნალისტად მუშაობდა. პარალელურად, კონსერვატორიის დასრულების შემდეგ, ხალხური სიმღერების ანსამბლში მღეროდა.
მის ცხოვრებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფაქტი იყო, როცა რეჟისორმა კონსტანტინე პიპინაშვილმა 1947 წელს, პატარა აკაკის წერეთლის როლში გადაიღო ფილმში „აკაკის აკვანი“.
წყარო: 1tv.ge
კომენტარები