• რეკლამა
  • კონტაქტი
23:56, სამშაბათი, 16 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ერთი საინტერესო და უცნაური ამბავი ხდება ხოლმე ყოველდღე თურქეთში“ – რას წერს ზურაბ ბატიაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:10 04-19-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,671

ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

,,ერთი საინტერესო და უცნაური ამბავი ხდება ხოლმე ყოველდღე თურქეთში, ისტორიულ ტაოში, ოთხთას ეკლესიის მთებში – მზის ჩასვლისას ჩნდება წყარო, სადაც წყალი დილამდე მოედინება, მზის ამოსვლისას კი მოულოდნელად ქრება. და ასე მეორდება ყოველდღე.

მაღალ მთებში (3000 მ ზღვის დონიდან) ძნელად მისასვლელ ადგილას მდებარე ამ წყაროს ადგილობრივები Güngörmez Suyu-ს (ანუ “მზეუნახავ წყალს” ან “დღეუნახავ წყალს”) ეძახიან.

ეს წყარო ადგილობრივების მიერ წმინდა წყლადაა მიჩნეული. ისინი აქ წელიწადში ერთხელ ადიან და ამ წყალს საკლავსაც კი სწირავენ ხოლმე. მათ მიაჩნიათ, რომ ან წყლის სიწმინდის გამო არის ჭოროხის ხეობა საცხოვრისად ვარგისი, მისი წყალობით არსებობს მცენარეულთა სახეობების სიმრავლე და ბარაქა.

ამ წყალში განბანვაც ტარდება ხოლმე. ადგილობრივებს სჯერათ, რომ ისინი ამ განბანვით ყველა ავადმყოფობისგან განიკურნებიან და მომავალშიც დაცული იქნებიან გადამდები დაავადებებისგან.

ბავშვების აქ განბანვას რაიმე სახის წინაპირობა არ სჭირდება. ადგილობრივებს სჯერათ, რომ იმ ქალიშვილებს, რომლებიც ამ წყალს დალევენ, ბედი გაეხსნებათ. მაგრამ იმისთვის, რომ ქალიშვილებს წყაროსთან მისვლა და განბანვა შეეძლოთ, გარკვეული ცერემონიის ჩატარებაა საჭირო. მისი წინაპირობა კი ისაა, რომ ამ ქალიშვილებმა სიზმარში უნდა ნახონ წყლის ხარები ან მისი მსგავსი არსებები, რომლებიც ადგილობრივთა რწმენით, მთის ტბებში ცხოვრობენ. ისევ ამ რწმენის მიხედვით, ეს არსებები სიბნელეში გამოდიან გარეთ და ღამით კი იკარგებიან ხოლმე (მსგავსი გადმოცემები არსებობს შავშეთშიც).

ზოგადად, მითოლოგიაში წყალი განახლებისა და გაცოცხლების სიმბოლოა და მას ადამიანებსაც კი სწირავდნენ ხოლმე.

ამ უნცაური ამბის (წყარო რომ მხოლოდ ღამით მოდიოდეს და მერე იკარგებოიდეს) მეცნიერული ახსნა არ არსებობს (ყოველ შემთხვევაში, ვისაც ადგილობრივებმა მიმართეს ანუ თურქმა მეცნიერებმა ვერ ამოხსნეს). მსგავსი მოვლენა სხვაგან არც გამიგია.

ერთი რამ კი ცხადია, ეს წყალი და მისი პატივისცემა იქნებოდა წარმართობის დროსაც, ქრისტიანობის ეპოქაშიც და იგი არსებობს ახლაც, ადგილობრივ მუსლიმთა ხალხურ რწმენასა და წესებშიც, რაც ასახულია კიდეც ზემოთ მოყვანილ ამბავში და იგი ზეპირსიტყვიერად თაობიდან თაობას გადაეცემა აქ. უკვალოდ არაფერი იკარგება.”

 

თეგები: ზურაბ ბატიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 45 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა
ახალი ამბები

თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 45 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა

14:31 12-16-2025
გადაიხადე ერთგული ბარათით შერჩეულ კვების ობიექტებში და დაიბრუნე თანხის 20% ულიმიტოდ
ახალი ამბები

გადაიხადე ერთგული ბარათით შერჩეულ კვების ობიექტებში და დაიბრუნე თანხის 20% ულიმიტოდ

12:53 12-16-2025
თიბისისა და EBRD-ს ორგანიზებით, სანქციებთან შესაბამისობის მასტერკლასი ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისისა და EBRD-ს ორგანიზებით, სანქციებთან შესაბამისობის მასტერკლასი ჩატარდა

12:01 12-16-2025
ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება
ახალი ამბები

ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება

14:44 12-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved