• რეკლამა
  • კონტაქტი
19:00, შაბათი, 20 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ვერანაირად გავაგებინე, რომ ჩემი შვილები საქართველოში დაბრუნდნენ უცხოეთში განათლების მიღების შემდეგ” – რას წერს მამუკა ხაზარაძე

ალია ავტორი - ალია
21:25 04-18-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
9,283

,,ლელოს” დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს:

,,შოტლანდიაში კლასიკური მანქანების ტრადიციული რბოლა გაიმართა, სადაც 200-ზე მეტი ავტომოყვარული მონაწილეობდა.

საღამოს ვახშამზე, გვერდით ერთი ძალიან წარმატებული, ჰოლანდიელი მსხვილი ბიზნესმენი მეჯდა, რომელიც, უკვე მერამდენედ, გაკვირვებით მეკითხებოდა, რატომ წავედი პოლიტიკაში, რატომ ავიტკიე თავი და რატომ არ ვუთმობ დროს ისეთ რაღაცებს, რასაც თვითონ აკეთებს – მოგზაურობას, დასვენებას, გართობას… ამბობდა, რომ პოლიტიკა უმადური საქმეა, საშიშია, რომ ბევრ ტალახს მესვრიან (რა იცის უკვე რამდენი მესროლეს), რომ სასწორზე ვდებ ყველაფერს, რაც აქამდე შემიქმნია (არ მითქვამს, რომ დიდი ხანია სასწორზეა), რომ არავინ მადლობას არ მეტყვის…

მოკლედ, ვერანაირად გავაგებინე, რომ ჩემი შვილები საქართველოში დაბრუნდნენ უცხოეთში განათლების მიღების შემდეგ, რომ საქართველოში უნდა შექმნან თავიანთი მომავალი, რომ ქვეყანას აქვს დიდი პერსპექტივა, გახდეს წარმატებული და განვითარებული… ვუთხარი, რომ მკაფიოდ ვხედავ, როგორი მაგარი ქვეყანა შემიძლია ავაშენო ჩემს თანაგუნდელებთან ერთად. ვერ დავარწმუნე. მივხვდი, რომ არ დამიჯერა. ალბათ ასე არ სჯერა ბევრს საქართველოშიც, ასე არ სჯეროდათ 90-იან წლებში, როცა ვამბობდი, რომ დიდ და საერთაშორისო მნიშვნელობის კომპანიებს შევქმნიდი, მაშინ როცა არანაირი საწყისი კაპიტალი ამისთვის არ გაგვაჩნდა, რომ კონკურენციას უცხოურ კომპანიებს გავუწევდით და მსოფლიო ბაზარზე გავიდოდით… რომ შევქმნიდით მაგარ პროფესიონალთა გუნდს ბიზნესის სხვადასხვა სფეროში, რომ ბევრჯერ გვაღიარებდნენ მსოფლიოში, რომ 13 ათასი ადამიანი იმუშავებდა მუდმივად და ოთხი ან ხუთი ამდენი იმუშავებდა ამ წლების განმავლობაში ჩვენს შექმნილ კომპანიებში.

დავფიქრდი და აღმოვაჩინე, რა არის ბედნიერება, (ცოტა სასაცილოდ ან უცნაურად ჟღერს არა?) თუმცა დავწერ მაინც – ბედნიერება, ჩემი აზრით, მიზნის ქონა და ამისათვის დახარჯვაა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს მიზანი შენს ქვეყანასთან, მის ხალხთან, მომავალთან და განვითარებასთანაა კავშირში. კი, ასეა ზუსტად, ამ მიზნისთვის დახარჯვა და თავდადება არის ის, რაც განიჭებს უდიდესი ბედნიერების განცდას, გაძლევს ძალას და აგავსებს ახალი ენერგიით. ალბათ ამას მოხუცებულობაში უფრო მიხვდება ადამიანი, უკან როცა მოიხედავს…

მიზნის ქონასა და ბედნიერებას გისურვებთ!”

თეგები: მამუკა ხაზარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved