15-მდე გამოჯანმრთელებული პაციენტი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას სავარაუდოდ ხვალ დატოვებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველი საუნივერისტეტო კლინიკის დირექტორმა განუცხადა.
„ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 99 პაციენტი, აქედან 88 არის ინფიცირებული. ერთ პაციენტთან მოგვივიდა უარყოფითი ორივე შედეგი და ის ეწერება კლინიკიდან. რეანიმაციულ განყოფილებაში ამ ეტაპზე გვყავს 9 პაციენტი, აქედან 6 მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 3 კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. დანარჩენი პაციენტებიდან დაახლოებით 15-თან კომპიუტერული კვლევით დადებითი კლინიკა დაფიქსირდა. ანალიზები გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში, ველოდებით პასუხებს და, სავარაუდოდ, ხვალ ისინი დატოვებენ კლინიკას“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
კომენტარები