რუსთავში მშობიარე ცოლს ქმარი ველოსიპედით მისდევდა. ამის მიზეზი ავტომობილით გადაადგილების აკრძალვა გახდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
რუსთავში, XX მიკრორაიონში, 28 წლის ქალს მშობიარობა დაეწყო. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. იმის გამო რომ ქმარი ავტომობილით გადაადგილებას ვერ ახერხებდა გადაწყვიტა სასწრაფოს ველოსიპედით გაჰყოლოდა. სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდა ქალი რუსთავის სამშობიარო სახლში მიიყვანა, სადაც მას საკეისრო კვეთა გაუკეთეს. წყვილს ბიჭი შეეძინა.
კომენტარები