• რეკლამა
  • კონტაქტი
12:25, შაბათი, 8 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა გარანტია მისცა ივანიშვილმა კუბლაშვილს და რა სთხოვეს ივანიშვილს მოსამართლეებმა?

ალია ავტორი - ალია
18:25 04-06-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
8,011

რას ამბობდა ბიძინა ივანიშვილი ლევან მურუსიძეზე:

 

2013 წელი:

“სასამართლოს და მოსამართლეს, რომ ისინი ნაკლებად დამოუკიდებელნი იყვნენ, მატერიალურად, მათ უნდა ჰქონდეთ ყველაზე კარგი პირობები, თუ გნებავთ, საქართველოში. მთელი საზოგადოება უნდა განვითარდეს ჰარმონიულად, წინმსწრებად. თუ ვინმე უნდა განვითარდეს ჩვენს ქვეყანაში, ეს უნდა იყოს სასამართლო და ესენი უნდა იყვნენ მოსამართლეები. რაც განვაცხადე ერთხელ, მაქსიმალურად გავუზრდით ხელფასებს, რაც შესაძლებელია ჩვენი ბიუჯეტიდან გამომდინარე, ჩვენი რეალობიდან. მაქსიმალურად გავუუმჯობესებთ სოციალურ პირობებს, ეს მანქანები იქნება თუ სხვა ტიპის ჯანდაცვის დახმარებები, რომ მოსამართლეებმა იგრძნონ თავი დაცულად, დამოუკიდებლად და თითოეულ მოსამართლემდე მივიდეს ის სულისკვეთება, რაც აქვს ბატონ კოტეს და აქვს ბატონ ლევანს. ყველა მოსამართლემ უნდა იგრძნოს რომ დღევანდელ მთავრობას, თუ გნებავთ, პოლიტიკურ ლიდერსაც, რომელსაც მე წარმოვადგენ, გვაქვს ეს განცდა, რომ სასამართლო და ყველა მოსამართლე უნდა იყოს დამოუკიდებელი თავისი გადაწყვეტილების მღებაში. პირველ რიგში, სასამართლო უნდა გრძნობდეს ამას.  როგორც ბატონმა ლევანმა თქვა დღეს, რომ ამ სულიკვეთებას შეეცდება მიიტანოს ყოველ მოსამართლემდე, რომ იგრძნონ თავისი დამოუკიდებლობა. გადაწყვეტილების მიღების პროცესი მათთვის იყოს აბსოლიტურად მათზე დამოკიდებული და არა სვა რამე გარე ძალებზე. აი, დაახლოებით ესეთი საუბარი გქვონდა. ბატონ ლევანს და ბატონ კოტეს ჰქონდა სხვა ინიციატივებიც, ისინი თვითონ მოგიყვებიან.”

2015 წელი:

“რა არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე დავ­დე­ქით, რო­დე­საც მო­ვე­დით – ეს ხალ­ხი, რო­მე­ლიც ამ სის­ტე­მას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, ჩემი აზ­რით, დამ­ნა­შა­ვე კი არა, ამ სის­ტე­მის მსხვერ­პლი იყო. შე­სა­ბა­მი­სად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან არც ერ­თზე მე საყ­ვე­დუ­რი არ მით­ქვამს. მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს ბიზ­ნე­სი. მახ­სოვს, ყვე­ლა­ზე მე­ტად ვინც თა­ნამ­შრომ­ლობ­და სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბას­თან, შა­რან­გი­ე­ბი იყ­ვნენ და მა­ქა­ცა­რი­ე­ბი, მა­თაც შევ­ხვდი და ვუ­თხა­რი, რომ არ­სად კა­პი­ტა­ლი არ წა­ე­ღოთ. ყვე­ლა პი­რო­ბას შე­ვუქ­მნი­დით, რომ აკე­თონ თა­ვი­სუ­ფა­ლი ბიზ­ნე­სი, ოღონდ და­იც­ვან კა­ნო­ნი, გა­და­ი­ხა­დონ გა­და­სა­ხა­დე­ბი და არა­ვი­თა­რი პრობ­ლე­მა არ ექ­ნე­ბათ. მე პი­რა­დად არც ერ­თზე შუ­რის­ძი­ე­ბის გრძნო­ბა არ მქო­ნია.

მე შევ­ხვდი კუბ­ლაშ­ვილს პირ­ველ ეტაპ­ზე, აღ­ვუთ­ქვი – ყვე­ლა­ნა­ირ გა­რან­ტი­ას გაძ­ლევ, რომ არა­ფერ­ში ხელს არ შე­გიშ­ლით, ოღონდ რო­გორ­მე უარი თქვი ძვე­ლი გუნ­დის გავ­ლე­ნა­ზე და სა­სა­მარ­თლო იყოს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი. ვერ გე­ტყვით რომ ბევ­რი შე­დე­გი მი­ვი­ღე. სა­ზო­გა­დო­ე­ბაც კარ­გად ხე­დავ­და. ასე­ვე შევ­ხვდი მუ­რუ­სი­ძეს, რო­მე­ლიც ახ­ლად არ­ჩე­უ­ლი მდი­ვა­ნი იყო, მას არ ჰქონ­და დიდი რე­სურ­სი, რომ ჩახ­სნო­და ძველ გუნდს. მე ვცდი­ლობ­დი იგი­ვე მუხ­ტი მას­თან მი­მე­ტა­ნა. ერ­თა­დერ­თს, რა­საც ვთხოვ­დი იყო, რომ რო­გორ­მე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლიყ­ვნენ ძვე­ლი გუნ­დის­გან. რა თქმა უნდა არ იყო გა­რან­ტია, რომ ეს ასე მოხ­დე­ბო­და და პრო­კუ­რა­ტუ­რას ძა­ლი­ან უჭირ­და სა­სა­მარ­თლოს­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბა, ყვე­ლა პრო­კუ­რა­ტუ­რას აგი­ნებ­და ყვე­ლა პრო­კუ­რა­ტუ­რით იყო უკ­მა­ყო­ფი­ლო.”

 

2016 წელი:

“ვნახე რომ კუბლაშვილი ძველი ხელისუფლების გავლენიდან ვერ გამოდიოდა და მოვახერხე შეხვედრა მურისიძესთან. შევხვდი და ვუთხარი,  შენ ახალგაზრდა კაცი ხარ და იქნებ  როგორმე მოახერხოთ და გათავისუფლდეთ ძველი ხელისუფლების წნეხისგან. და გარანტიას გაძლევ, რომ ახალი ხელისუფლება არ ჩაერევა და ასე შემდეგ. იქ მაშინ ფინანსთა მინისტრიც იყო და წუხილი გამოითქვა იმაზე, რომ მათ ხელფასები ჰქონდათ ძალიან დაბალი მოსამართლეებს.

რეალურად გახსოვთ, რომ სასამართლო მიკერებული იყო პროკურატურაზე და მხოლოდ ნოტარიუსის როლს ასრულებდნენ. ძალიან დათრგუნული იყო სასამართლო, რამეთუ სისტემა ასეთი იყო, პროკურორი და ადეიშვილი განაგებდა მთლიანად.

ხელფასებიც 70 თუ 80 % – ით გავზარდეთ. ესეც შევუსრულეთ. როდესაც მურუსიძე აირჩიეს მეორე კაცად და ეს იყო 2013 წელს სასამართლოში, არავის აზრად არ მოსვლია, რომ ის ცუდი კაცია და არავის კრიტიკული გამონათქვამი არ გამოუთქვამს. ამის შემდგომ როგორც გაგრძელდა და გამოიტანეს გირგვლიანის თემა და დღეს ისე იხატება, რომ მურუსიძის ბრალია ყველაფერი, რაც მოხდა და როგორც მოხდა… იმდრინდელმა პარლამენტმა შეცვალა მაშინ მუხლი და პრეზიდენტმა შეიწყალა მერე გირგვლიანის მკვლელები. ეს მოსამართლეები იყვნენ იმ სისტემის მსხვერპლები.

ამხელა ზეწოლა მურუსიძეზე მოდიოდა  “ნაციონალური მოძრაობისგან”,  მათგან მართული მედიისა და ენეჯეობისგან, მან მოახერხა და თავი დააღწია ნაციონალური მოძრაობის ზეწოლას. სწორედ ეს აღიზიანებს “ნაციონალურ მოძრაობას.”

თეგები: ბიძინა ივანიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved