• რეკლამა
  • კონტაქტი
23:19, შაბათი, 27 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კახაბერ ოქრიაშვილის პრესსამსახური ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს: „ქართველებს მართლა შეგვიძლია, ჩვენი ეკონომიკა ორნიშნა რიცხვით ვზარდოთ, ოღონდ არა ერთჯერადად და არა გამოქცეული რუსების ხარჯზე“

ალია ავტორი - ალია
17:05 04-05-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,132

კახაბერ ოქრიაშვილის პრესსამსახური განცხადებას აქვეყნებს და ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს მიმართავს:

ვეხმაურებით ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს, ბატონ ვახტანგ ცინცაძეს, რომელმაც ჩვენს გუშინდელ კრიტიკაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველოს მსოფლიოში გამორჩეულად მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს და რომ ყველაზე კარგად ხალხი საქართველოში ცხოვრობს, ესტონეთსა და პოლონეთში კი მძიმე მდგომარეობაში არიან. მისივე თქმით, 2022 წელსაც მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდა.
დიახ, 2022 წელს მართლაც გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ეს არის ერთჯერადი ეფექტი, რომელიც მოგვცა ოკუპანტი ქვეყნიდან გამოქცეული რუსი მოქალაქეების მიერ ფულის შემოტანამ საქართველოში. ეს ნაკადი უკვე სრულდება, შესაბამისად, სრულდება ეფექტიც. ამიტომაც პროგნოზირებს აზიის განვითარების ბანკი 2023 წელს საქართველოს მშპ-ს 4,5-%იან ზრდას და ამიტომაც მიგვითითებს, რომ „ქვეყანამ ეკონომიკის განვითარების უფრო მდგრადი გზები უნდა ეძებოს“, რაც, რატომღაც ბატონმა ცინცაძემ არ ახსენა.
გვესმის, რომ მას დაავალეს, უპასუხოს ბატონ ოქრიაშვილს, რადგან ხელისუფლებას არ მოსწონს კრიტიკა – თუმცა, მოგიწევთ ატანა! ბოლო 10 წელია, ჩვენი ეკონომიკა არასაკმარისად იზრდება და
ინფლაციის გათვალისწინებით, სურათი კატასტროფულია. რაც შეეხება მთლიან შიდა პროდუქტს (მშპ) ერთ სულ მოსახლეზე, მსოფლიო ბანკის 2021 წლის მონაცემებით, ესტონეთში – 27 943 $-ს, ლიეტუვაში – 23,723 $-ს, ლატვიაში – 21,148 $-ს, საქართველოში – 5,023 $-ს, მაშინ, როცა 1990-იან წლებში ჩვენი მშპ დაახლოებით ერთნაირი იყო. ამჟამინდელი მთავრობის პირობებში, მათი ათწლიანი მმართველობის შედეგად, დღეს ესტონეთსა და ლატვიაში ხალხი 5-ჯერ უკეთ ცხოვრობს, ვიდრე საქართველოში.

სწორედ ბოლო 10 წლის ეკონომიკური შედეგების გამო „ოცნების“ ხელისუფლება ხალხის მიერ იქნება გადარჩეული და საქართველოს ეყოლება ზუსტად ისეთი პროგრესული ხელისუფლება, როგორიც ესტონეთს ჰყავს. დიახაც, ქართველებსაც შეგვიძლია, ეკონომიკა ვზარდოთ ორნიშნა რიცხვებით, ოღონდ არა ერთჯერადად და არა გამოქცეული რუსების ხარჯზე!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
ახალი ამბები

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება

18:11 06-27-2026
ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved