• რეკლამა
  • კონტაქტი
22:21, პარასკევი, 2 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„არავის თავში არ მოსვლია, რომ რუსულ მანქანას ჯარიმა არ გამოუწეროს“ – ვიცე-მერი

ალია ავტორი - ალია
14:27 04-05-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
194

თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ მედიასთან საუბრისას სრული სიცრუე უწოდა  გავრცელებული ინფორმაციას, თითქოს დედაქალაქის მუნიციპალიტეტი  რუსულნომრიან ავტომანქანებს არ აჯარიმებს.

მისივე თქმით, მძღოლის დაჯარიმების შესაძლებლობა პარკირების ოპერატორ კომპანიას მხოლოდ მძღოლის ადგილზე ყოფნის შემთხვევაში გააჩნია.

„არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს მითითება აქვთ თანამშრომლებს, რომ უცხოური და განსაკუთრებით, რუსულნომრიანი მანქანები არ დააჯარიმონ. ეს არის სრული ტყუილი. საათობრივი პარკირების სისტემა ახალი აწყობილია და პარკირების ოპერატორ კომპანიას არ აქვს წვდომა უცხოეთიდან შემოსულ მანქანებზე, არა მხოლოდ რუსეთიდან,

ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან უცხოურ ნომრებზე, პერსონალურ მონაცემებზე დაშვება საერთოდ არ აქვს. რეალურად, მანქანას ხომ არ აჯარიმებ, აჯარიმებ ფიზიკურ  პირს, ვინც არის მესაკუთრე. შესაბამისად, იმ ელექტრონული მოწყობილობებით, რომელსაც ფლობენ ჩვენი ოპერატორები, ვერ იღებენ ინფორმაციას უცხოური მანქანების მფლობელის ან შემომყვანის შესახებ. როდესაც მძღოლი ადგილზე არაა, ვერ ხდება ამ მონაცემების მიღება. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციას აქვს წვდომა აღნიშნულ ინფორმაციაზე და მხოლოდ ისინი აჯარიმებენ. თუ მძღოლი ადგილზე იმყოფება, ჯარიმა ჩვეულებრივ გამოიწერება.

კატეგორიულად გამოვრიცხავ და მცდარია ინფორმაცია  ჯარიმების არგამოწერასთან დაკავშირებით. ეს არის ტყუილი და ჩემი აზრით, ამ ვიდეოს გამავრცელებელმა ცოტა მეტი სოციალური და საჯარო  პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, როცა ასეთი ნარატივით ინფორმაციას ავრცელებს. მსგავსი ინსტრუქცია არ არსებობს, არავის თავში არ მოსვლია, რომ რუსულ მანქანას ჯარიმა არ გამოუწეროს“, – განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა.

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ერთ-ერთ მოქალაქეს თბილისის პარკინგის თანამშრომელი ეუბნება, რომ შშმ პირის საპარკინგე ადგილას გაჩერებულ მანქანას ვერ აჯარიმებდა, რადგან მას რუსული ნომრები ჰქონდა.

თეგები: ირაკლი ხმალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit

15:31 10-02-2026
ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!
ახალი ამბები

ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!

12:09 10-02-2026
ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“
ახალი ამბები

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“

19:44 10-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved