• რეკლამა
  • კონტაქტი
00:27, ხუთშაბათი, 25 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მამაჩემი ალბათ, იტყოდა – “ყოჩაღი ბიჭია, მაგრამ რად უნდოდა, კაცო ეს, რა დაუხატავს სახეზე” – ნიკა გვარამიას სოლიდარობა ლაზარე გრიგორიადისს

ალია ავტორი - ალია
22:21 04-03-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
17,324

ნიკა გვარამია რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებიდან წერილს აქვეყნებს:

„ჩემი მხარდაჭერა ლაზარეს!

ეს ბიჭი ხელისუფლებამ მტრად “დანიშნა” სამარცხვინო და დანაშაულებრივი ინსტიტუციებით და დისკრედიტაციის კამპანიით. “ოცნებამ” საკუთარი გზავნილები შეაზავა ყველა მდაბიო ქსენოფობიური სტერეოტიპით და მიმართა საბჭოთა კავშირში დაბადებული თაობებისკენ. ამ გზავნილების შინაარსია: “აი, ასეთია ჩვენი ახალგაზრდობა, ეს არის დასავლეთის გარყვნილი ზეგავლენა”. ეს გზავნილები არის მცდელობა (დარწმუნებული ვარ, წარუმატებელი) დააპირისპირონ თაობები, დაგვაშორონ დასავლეთს, გაგვტეხონ იმედგაცრუებით.

მინდა მივმართო ჩემზე უფროს თაობებს. მამაჩემი ალბათ, იტყოდა – “ყოჩაღი ბიჭია, მაგრამ რად უნდოდა, კაცო ეს, რა დაუხატავს სახეზე”. დედა, ალბათ, იტყოდა – “რა ჭკვიანი თვალები აქვს, какая очеравательная улыбка, მარა ეს თმები რაა ვითომ ახლა, უხდება?” კი, ალბათ, ასე იტყოდნენ და ამაში მხოლოდ ესთეტიურ შინაარსს ჩადებდნენ და არაფერს სხვას, სრულიად არაფერს. და ყოველგვარი “ალბათ”-ის გარეშე ფეხმოუცვლელად დადგებოდენ ყველგან, სადაც ლაზარეს თავისუფლებას მოითხოვდა ხალხი.

ლაზარე პოლიტიკურად მოტივირებულ პატიმრობაშია და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რა ჩაიდინა თუ არ ჩაიდინა მან. სწორედ ამგვარია საერთაშორისო პრაქტიკა, რომლის თანახმადაც დანაშაულის ნიშნების არსებობა არ აუქმებს პატიმრობის პოლიტიკურ შინაარსს და შერჩევითობას. შესაბამისად, მის უკანონობას.

მინდა მივმართო ჩემს თაობას: ხელისუფლება ახლა ამზადებს მეორე და მისთვის სტრატეგიულ გზავნილს – აღიარებინოს ლაზარეს არსებულიც და არარსებულიც და ანახოს მის თაობებს გატეხილი და დამარცხებული არა მხოლოდ ლაზარე, არამედ მისი სიმბოლოდ ქცევით, გატეხილი და დამარცხებული მთელი თაობები, თავისუფალ საქართველოში დაბადებული თავისუფალი თაობები. მთავარი ამოცანა სწორედ ესაა და ამის არდაშვება ახლა ჩვენ ძალგვიძს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ 21 წლის ბიჭზე ზეწოლა არ დავუშვათ. არ დავუშვათ მის ოჯახსა და მეგობრებზე ზეწოლა. არ დავუშვათ მთელ საზოგადოებაზე ზეწოლა.

თავისუფლების თაობებს, ჩემი შვილების ტოლებს, მინდა ვთხოვო: იბრძოლეთ ლაზარესთვის ისეთივე ვნებითა და შემართებით, როგორც ის იბრძოლებდა მის ადგილას ახლა ნებისმიერი თქვენგანი რომ ყოფილიყო. იბრძოლეთ და არავითარ შემთხვევაში არ დაიჯეროთ, რაც არ უნდა თქვან რუსული ხელისუფლების მოლაპარაკე თავებმა, დანაშაულის შეკერვაში დახელოვნებულმა პროკურორებმა და უსინდისო და უგულო მოსამართლეებმა. გააგებინეთ და დაარწმუნეთ თქვენი მეგობრები, მშობლები, ბებიები და ბაბუები. იბრძოლეთ გარეთ, მაგრამ იბრძოლეთ საკუთარ, მეზობლებისა და მეგობრების სახლებსა თუ ეზოებში. იბრძოლეთ ფართიზე და კლუბებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში. არა მარტო გამბედაობით, ენერგიით და ემოციით, არამედ ჭკუით, დარწმუნების ძალით და დაუზარლობით. არ გაამარჯვებინოთ არც პროკურორების და მოსამართლეების უსამართლობას და არც რუსული ოცნების პოლიტიკოსების და მედიების ბინძურ პროპაგანდას!

თავისუფლება ლაზარეს!

თავისუფლება ჩვენს სამშობლოს!

ნიკა #212

თეგები: ნიკა გვარამია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა

13:34 06-24-2026
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved