• რეკლამა
  • კონტაქტი
17:45, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„დიდ დანაშულს ჩადიან… შეიწირავენ ქვეყანას, სისხლს დაღვრაინ, სამწუხაროდ“ – გიორგი გუგავა

ალია ავტორი - ალია
20:55 04-03-2023
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,079

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ გენერალური მდივანი, გიორგი გუგავა.

– ბატონო გიორგი, შალვა რამიშვილის საოხრეს მთელი „ქართული ოცნება“ გადაეფოფრა ქალიან–კაციანად. რა უბედურება სჭირთ? განა რით არიან დავალებულნი რამიშვილისგან, ლამის კაცი არ დარჩა ხელისუფლებაში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით  ქალებზე  მისი სავარaუდო ძალადობის შემთხვევებში  და სექსუალურ შევიწროვებაში რომ არ გაემართლებინოთ? თან,  ჩვენ ვლაპარაკობთ ფორმალურად  კერძო, დამოუკიდებელი  ტელევიზიის წამყვანზე და არა მმართველი გუნდის პოლიტიკოსზე…

– მთელი „ქართული ოცნება“ დღეს კოლექტიური შალვა რამიშვილია. შეუძლიათ, დროშაზე გერბად გამოსახონ მისი სურათი.  გავითვალისწინოთ, რომ „ქართული ოცნების“ დავალებებს უსიტყვოდ ასრულებს,  ასევე, არის კოორდინატორი იმ ტროლ–ბოტებისა, რომლებიც ათას სიბინძურეს ავრცელებენ სოც–ქსელებით. რამიშვილი მზად არის, რასაც დაავალებენ, ყველა სიბინძურე შეასრულოს. ამიტომ გადაეფარნენ და შალვა რამიშვილი გახდა „ქართული ოცნების“ სიმბოლო,  „ქართული ოცნება“ კოლექტიური შალვა რამიშვილია.

– მესმის, სოც–ქსელით „გააპრავონ“ „ქართული ოცნების“ რიგითმა მომხრეებმა, დაბალი რანგის ჩინოვნიკებმა. არც მეტი, არც ნაკლები, შალვა რამიშვილის „გაპრავების“ სათავეში დგანან ირაკლი კობახიძე, მმართველი პარტიის თავმჯდომარე, გია ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და უმრავლესობის ლიდერი, და მამუკა მდინარაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.  პარლამენტის რიგით დეპუტატებზე აღარაფერს ვამბობ. ეს უკვე დიდი სირცხვილია. დგანან ამხელა თანამდებობის პირები და ტელევიზიებით ჭორაობენ. ასეთი თავგამოდება რისი დასტურია?

– ეს არა მხოლოდ „გაპრავებაა“, დანაშაულის წახალისებაა. „იმედის“ ყოფილმა თანამშრომელმა, თათია სამხარაძემ შალვა რამიშვილს სამოქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოუგო დავა.  სააპელაციომ რამიშვილს 2000 ლარი დააკისრა სამხარაძის სასარგებლოდ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად. ამას ხომ არ ვიგონებ? ეს ხომ ფაქტია? ვინც რამიშვილს იცავს, ესეც არ აიტერესებს – კაცი დამნაშავედ ოფიციალურად არის ცნობილი, თან მათივე სასამართლოს მიერ  და კიდევ უდანაშაულოდ აცხადებენ და სამხარაძეს პროვოკატორს და ათას რაღაცას ეძახიან. პატარაა თბილისი და ყველამ ყველაფერი იცის.შალვა რამიშვილი მაღალი ზნეობით არასდროს გამოირჩეოდა და ეს ყველასთვის ცნობილია.  გარდა მაგისა, კიდევ  5 თუ 6 ქალი სდებს რამიშვილს ბრალს სექსუალურ შევიწროვებაში თუ სექსუალურ ძალადობაში და ერთი მათგანი, გაჩეჩილაძე უკვე დაკითხა პოლიციამ და მალე გაირკვევა, დაიწყება თუ არა გამოძიება. ყოველგვარი სიბინძურე, ტალახი, ჭუჭყი რამიშვილის პირიდან ამოდის და ტელევიზიიდან  სწამლავს ქვეყანას.  გარდა მაგისა, რასაც „ქართული ოცნების“ ლიდერთმა მხრიდან, რამიშვილზე გადაფარება  ძალაუფლების გამოყენების გზით დანაშაულის დაფარვის მცდელობაა და თან, არა ერთი დანაშაულის, არამედ რამდენიმესი.  ეს კი სისხლის სამართლის დანაშაულია. გოგონები, ქალბატონები აცხადებენ,  ესა და ეს დაგვიშავაო, ესენი ამბობენ, ტყუილს ამბობენო. რა იციან ტყუილია თუ მართალია?  „პოსტ–ტივიზე“, სხვა ტელევიზიებში თუ რადიოებში  შალვა  რამიშვილთან კასტინგი  აქვთ გავლილი  კობახიძეს, მდინარაძეს და ვოლსკის? რა იცინ, რა ხდებოდა იქ? აცადონ გამოძიებას და  იქ ნუ ეჩრებიან, სადაც მათი საქმე არ არის. ასევე, მათი მხრიდან ეს განცხდებები არის მართლმსაჯულების სისტემაზე ზეწოლა, რომ რამიშვილის მიმართ გამოძიება თუ დაიწყება არ გაამტყუნონ და სასამართლომდე არ მივიდეს საქმე. თუ სასამართლომდე მივიდა საქმე,  გამოძიების სტადიაში ვერ ჩაფარცხეს, მაშინ სასამართლომ გაამართლოს. აი, ეს არის „ქართული ოცნების“ პარტიული ბოსების, დეპუტატების გულმოდგინების მიზანი – თავისიანის გადასარჩენად იბრძვიან.  სხვა უნდა დაისაჯოს უმკაცრესად იმის გამო, რასაც რამიშვილს ედავებიან, მაგრამ ეს თავიანთია, მათ უბინძურეს საქმეებს ასრულებს და უნდათ, რომ გამოაძვრინონ. ეს არის „ქართული ოცნების“ სახე, ორმაგი სტანდარტი.  სცემე, მოკალი, გააუპატიურე და თუ ჩვენიანი ხარ, შეგრჩება,  რადგან დაგიცავთ – ეს პრინციპი მუშაობს. რაც სხვისთვის არ შეიძლება და კანონით აკრძალული და დასჯადია, მათთვის დასაშვებია და არ უნდა აგონ კანონის წინაშე პასუხი.  თუმცა, ფაქტია, რამიშვილმა წააგო სასამართლო სამხარაძესთან და ამას არავინ ახსენებს „ქართული ოცნებიდან“.  მძიმე დღეში არიან,  რადგან რამიშვილს ამორალურ საქციელში დასდო ბრალი სასამართლომ. პირდაპირ ვთქვათ, ეს არაკაცური საქციელია და ახლა ცდილობენ,  სასამართლოს მიერ ამორალურ პიროვნებად აღიარებული რამიშვილი, დადებით და  მორალურ ადამიანად გამოიყვანონ.

– ისე, როგორ მოხდა, რომ ამ ხელისუფლების დროს,  თათია სამხარაძის შემთხვევაში,  შალვა რამიშვილი გაამტყუნეს?

– კი, ცოტა უცნაურია, მაგრამ ეტყობა, მაშინ  სხვა ვითარება იყო და იმიტომ  წააგო ორი სასამართლო.  ჯერ ერთი, მაშინ ინტერნეტ–ტელევიზიის შეფი იყო, დღეს ჩვეულებრივი ტელევიზიის შეფია.  მერე,  რამიშვილი „ქართული ოცნების“ ტროლ–ბოტების მთავარი მწყემსია და ადრე, მის ადგილზე სხვა იყო, ეს რიგითი მწყემსი იყო. შესაბამისად, დააწინურეს და  ამ ორი ფაქტორის გამო,  მისი გავლენა პარტიაში, ხელისუფლებაში გაიზარდა, უფრო საჭირო კაცი გახდა, ვიდრე ადრე იყო და ამიტომ იცავენ დღეს თავგამოდებით უწინდელისგან  განსხვავებით.

მთელი საოცრება  ის არის, რომ  „ქართული ოცნებაც“, შალვა რამიშვილის  ტელევიზიაც ვითომ კონსერვატიული იდეოლოგიისაა, კონსერვატორული ღირებულების დამცველია. კონსერვატიზმის მთავარი იდეოლოგიური ბურჯია ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. ამათ  ღმერთი არ სწამთ, კეპად ჰყავთ დასმული მამონა – ბიძინა ივანიშვილი. სამშობლო რუსეთზე აქვთ გაყიდული და ადამიანიც სულ ფეხეზე ჰკიდიათ. არანაირ ღირებულებებს არ დაგიდევენ, არც ადამიანურს, არც ქრისტიანულს, მთავარია ბოლომდე გაგანადგურონ მორალურად,  მოგსპონ, რასაც დღეს იმ  ქალებს უკეთებენ, ვინც შალვა რამიშვილს დანაშაულში ამხელს.  ამავე დროს, აქ ერთ დიდ საფრთხესთან გვაქვს საქმე. რასაც ესენი აკეთებენ იმ ტელევიზიით, ტროლ–ბოტებით, ეს არის საზოგადოებაში შუღლის გაღვივება, სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირება. ჩვენ მძიმე გამოცდილება გვაქვს, სამოქალაქო ომი გვაქვს გამოვლილი, რომლის სავალალო შედეგებს დღესაც ვიმკით.  ხალხს აპირისპირებენ  რელიგიურ, ეთნიკურ, გენდერულ ნიადაგზე და  ამ ყველაფერმა შეიძლება საზოგადოებაში დაპირისპირება გამოიწვიოს და ცხელ ფაზაში გადავიდეს. ამას აკეთებენ, დიდ დანაშულს სჩადიან. „ქართული ოცნება“ ამოსაშანთია ქართული პოლიტიკური ორგანიზმიდან, თორემ შეიწირავენ ქვეყანას, სისხლს დაღვრაინ, სამწუხაროდ.

 

თეგები: გიორგი გუგავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი – ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ახალი ამბები

ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი – ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია

14:09 07-04-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკში

11:03 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved