ბოლნისში, ბოლო 24 საათში კორონავირუსი 15 პირს დაუდასტურდა, მათგან ერთი სასულიერო პირი, კერძოდ კი, ბოლნისის სიონის მოძღვარია.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, ტაძარში წირვა მრევლის გარეშე აღევლინება, შესაბამისად მრევლს ინფიცირებულ მღვდელთან კონტაქტი არ ჰქონია.
საქართველოში კორონავირუსი 370 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 77 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.
კომენტარები