• რეკლამა
  • კონტაქტი
13:07, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იფიქრეთ მეგობრებო, იფიქრეთ …”– ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
14:02 03-31-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
185
აშშ-ს მასაჩუსეტის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული
საშიშ მანიაკებზე და ტერორისტებზე გადაღებულ ფილმებში უნივერსალურად ფიგურირებს ერთი ბაზისური ასპექტი: მანიაკი ტერორისტი ყოველთვის ცდილობს თავისი პათოლოგიური მესიჯის მიტანას რაც შეიძლება ფართო აუდიტორიამდე. ამ ამოცანის შესასრულებლად ისინი ყველაფერს აკეთებენ, სიცოცხლესაც კი სწირავენ. მათ იციან, რომ საკუთარი მანიფესტის გამოქვეყნებით მილიონობით პათოლოგიურ გონებასთან შეუძლიათ დაკავშირება და კოლოსალური ძალის ფსიქოლოგიური მუხტის გენერირება. ამ აპრობირებულ ეფექტს ასევე წარმატებით იყენებენ სპეცსამსახურები იდეოლოგიურ-ფსიქოლოგიური დივერსიებისათვის.
ინტერნეტის ეპოქამ და ციფრული მედიის განვითარებამ პათოლოგიური, დაავადებული ცნობიერის, ან ხელოვნურად პათოლოგიზებული ინტელექტის წვდომა მასებზე იმ დონემდე გაზარდა, რომ ფაქტიურად მასობრივი განადგურების იარაღად აქცია. დღეს ფაქტიურად ყველას შეუძლია მედია-მაუწყებლობა; სტანდარტები პრაქტიკულად აღარ არსებობს. მთავარია რაგინდარა მიზეზის გამო წვდომა გქონდეს ფართო აუდიტორიაზე.
ე.წ. “ტიკ-ტოკერების საქმე”, რომლის განხილვაც ამჟამად მიმდინარეობს ამერიკის მთავრობაში, სხვა არაფერია, თუ არა ჩინური სპეცსამსახურების მასობრივი განადგურების ფსიქოლოგიური მედია-იარაღის გავრცელების აღკვეთის მცდელობა.
ეს ძალიან ფართო თემაა და დისერტაციების დაწერა შეიძლება ამ მიმართულებით, ამიტომ ამჯერად იმ კონკრეტულ საკითხზე შევჩერდები, რაც ბოლოდროინდელ ქართულ რეალობაში აღინიშნება. ეს არის ყოველგვარი რევიზიის, განსჯა-განხილვის გარეშე პათოლოგიური ცნობიერის მქონე ინდივიდთა გაყვანა ფართო აუდიტორიაზე არაპროფესიონალი, მოყვარული მედია-სპიკერების მიერ, რომლებმაც მანამ სხვადასხვა გზებით მიაღწიეს პოპულარობას მასების გარკვეულ სპექტრში. ეს არის ძალიან სახიფათო ტენდენცია თუნდაც იმიტომ, რომ ეს სპიკერები გაუცნობიერებლად ხდებიან სპეცსამსახურების საშიში მესიჯების გამავრცელებელ-გამაძლიერებლები და პრაქტიკულად უფასოდ ემსახურებიან მათ, როგორც ამფლიპიკატორები.
პათოლოგიური ცნობიერის მქონე ინდივიდების და სპეცსამსახურების ცნობილი რუპორების საჯარო პლატფორმაზე გამოყვანა შეიძლება მოხდეს მხოლოდ ერთი მიზნით, ისინი უნდა განადგურდნენ ინტელექტუალურად, ლოგიკურად, არგუმენტირებულად. ყველა სხვა შემთხვევაში მათთვის აუდიტორიის მიცემა არის დანაშაული. ცხადია ეს დანაშაული მორალურ-ეთიკურ კატეგორიაში გადის და ვერ რეგულირდება სახელმწიფო სამართლის მიერ, მაგრამ მაინც დანაშაულია. გასაგებია, რომ იაფ პოპულარობაზე მონადირე “სპიკერებისათვის” მორალის კითხვა უაზრობაა, მაგრამ იმედია, რომ მათი აუდიტორიის გარკვეული, მოაზროვნე ნაწილი მაინც გაიაზრებს ამ ბანალურ ჭეშმარიტებას და შეაჩერებს ფსიქოლოგიური დივერსიის ამფლიპიკაციას.
იფიქრეთ მეგობრებო, იფიქრეთ …
თეგები: ზურაბ გურული

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved