ანალიტიკოსი, ზურაბ ბატიაშვილი:
“ძნელია, მაგრამ ვისაც გაინტერესებთ, შეგიძლიათ ბოლოჯერ შეხედოთ ქ. იუსუფელს.
ციფრებით აღნიშნულია:
1 – ძველი შესასვლელი გზა ქალაქში;
2 – მთავარი გრძელი ქუჩა (İnönü Caddesi), სადაც განთავსებული იყო სავაჭრო და კვების ობიექტები;
3 – პარხლისკენ მიმავალი გზა;
4 – ხიდი, რომელზეც უნდა გადასულიყავით, თუ ოთხთა ეკლესიისკენ გსურდათ წასვლა;
5 – ოთხთას ეკლესიისკენ მიმავალი გზა;
6 – ცნობილი სასტუმრო “ალმატური”;
7 – მშენებარე ახალი ხიდის ბურჯები (ამ ხიდით ერთმანეთს დაუკავშირდება ართვინი და ახალი იუსუფელი. ეს უკანასკნელი იქვე მთის ფერდებზე გააშენეს);
8 – ართვინისკენ მიმავალი ახალი გზის გვირაბი.
როგორც ფოტოდანაც ჩანს, შენობების ნაწილი დაშალეს, მეორე ნაწილის დაშლა კი ვერ მოასწრეს, რადგან ამ დღეებში მოსული ნალექის გამო სწრაფად ადიდდა ჭოროხი და პარხლისწყალი და მალევე დაიწყო ქალაქის დატბორვა.
რამდენი ამბავი და მოგონება რჩება წყლის ქვეშ…
მშვიდობით, ძველო და ნაღდო იუსუფელო!”

კომენტარები