უკრაინა და იაპონია შეთანხმდნენ 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საგრანტო ხელშეკრულებაზე, რომელიც მიმართული იქნება უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაზე. ამის შესახებ უკრაინის თემის, ტერიტორიებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება.
ამ თანხებით უკრაინის მთავრობა რეკონსტრუქციისთვის საჭირო ტექნიკისა და სერვისების შეძენას გეგმავს.
2023 წლის დასაწყისში უკრაინა და იაპონია შეთანხმდნენ 650 მილიონ დოლარზე მეტის გამოყოფაზე უკრაინის ინფრასტრუქტურის აღდგენის საჭიროებებისთვის.
კომენტარები