ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია:
„პიროტექნიკის აკრძალვის იდეა ოპოზიციონერებისგან, გულისხმობს სახელმწიფოს და ხელისუფლების კიდევ მეტ ჩართვას და კიდევ მეტ გაძლიერებას, რაც არაგონუვრულიცაა და გაუგებარიც.
საფრთხე ნებისმიერ ნივთს შეიძლება ახასიათებდეს არასწორი გამოყენების დროს, მაშინ შეგიძლიათ ყველაფრის აკრძალვა მოითხოვოთ და ყველაფერი სახელმწიფოს დაუქვემდებაროთ. ეს კი აბსურდულია.
თავისი არსით, ასეთი მოთხოვნა საბჭოური აქტია, როდესაც ყველა როლში გამოდის სახელმწიფო და რაიმე სტანდარტში კი არ აქცევს, მაგალითად, ვარგისიანობა, ვადების დაცვა, გაყიდვებში არასწრულწლოვანობის ფაქტორი ან სხვა… არამედ, უბრალოდ კრძალავს.
მსგავსი კანონპროექტები იგივე ზედაპირული პოპულიზმია, როგორც ღარიბაშვილის პოპულიზმი რეკლამების შეზღუდვებთან დაკავშირებით, ვითომდა აზარტული თამაშების შეზღუდვის მიზნით.
იმედი მაქვს, ოპოზიცია ამ საბჭოურ აქტს უკან გაიწვევს როგორც გაუგებარ და ზედაპირულად პოპულისტურ ინიციატივას და მომავალშიც, საკანონმდებლო ინიციატივებს მეტი სიფრთხილით მოეკიდება.“
კომენტარები