• რეკლამა
  • კონტაქტი
11:27, ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და გაზეთი სამასსამოცდახუთი გიწვევთ საუბრებზე „ქართულ ჟურნალ-გაზეთების ისტორია”

ალია ავტორი - ალია
11:08 03-28-2023
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
254

თიბისი კონცეპტი და გაზეთი „სამასსამოცდახუთი”, გაზეთის მესამე გამოცემასთან დაკავშირებით, გიწვევთ ლაშა ბაქრაძის და ბელა წიფურიას მოხსენებებზე.

გაზეთი „სამასსამოცდახუთი“ ყოველწლიური გამოცემაა, რომელიც უკვე მესამე წელია ქართველი ხელოვანების განვლილი წლის მხატვრული მიგნებების ტექსტურ დოკუმენტაციას ქმნის. გამოცემაში ხელოვანები ღიად საუბრობენ საკუთარ გამოცდილებაზე, გასული წლის შთაგონების, ფიქრის, განვითარების დრამატურგიაზე, სულიერ თუ ფილოსოფიურ ძიებებზე, ტექნიკურ პროცესებზე და გავლენებზე.

? წლევანდელი შეხვედრა ქართულ ჟურნალ-გაზეთების ისტორიაზე საუბარს დაეთმობა.

? ღონისძიება გაიმართება 1 აპრილს, 16:00 საათზე კ. მარჯანიშვილის 7-ში.

? 16:00 |ლაშა ბაქრაძე “ჟურნალ-გაზეთები საქართველოში XIX საუკუნეში”.

? 17:00 | ბელა წიფურია “1910-1920-იანი წლების ლიტერატურული ჟურნალ-გაზეთები”.

? შეხვედრებზე დასწრება თავისუფალია!

ღონისძიებაზე დაგხვდებათ გაზეთ “სამასსამოცდახუთის” წლევანდელი გამოცემა, სადაც Სახელოვნებო სფეროს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ორმოცდახუთი ხელოვანის სტატიას გაეცნობით. ზოგიერთი მათგანი პირველად წერს გაზეთისთვის, ზოგი კი უკვე წლების განმავლობაში ჩვენთან ერთად აღწერს დროის დინამიკაში მიმდინარე პროცესებს, რომლებიც მათი სახელოვნებო პრაქტიკისა და საბოლოოდ – ნამუშევრებისთვის მნიშვნელოვანი და ზოგჯერ გადამწყვეტიც კი აღმოჩენილა.

გაზეთის დიზაინის ელემენტები შეიქმნა თავისუფალი უნივერსიტეტის, ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურის და დიზაინის სკოლის (VA[A]DS) კომუნიკაციის დიზაინის მიმართულების სტუდენტებთან კოლაბორაციით. ავტორები: გვანცა ბლიაძე, ლიზი გიორგაძე. ხელმძღვანელი: მარიამ ზალდასტანიშვილი.

გაზეთ „სამასსამოცდახუთი“ მესამე გამოცემის მხარდამჭერია თიბისი კონცეპტი.

„თიბისი კონცეპტი აგრძელებს თანამედროვე ხელოვნების მხარდაჭერას და მუდამ მზადაა თავის მულტიფუნქციურ სივრცეში უმასპინძლოს გამოფენებს, საინტერესო შეხვედრებს, სახელოვნებო დისკუსიებსა თუ პრეზენტაციებს”, – მარიამ წიქარიძე, თიბისის სახელოვნებო პროექტების კურატორი.

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved