• რეკლამა
  • კონტაქტი
17:14, ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვერ მიიღებს საკმარის კალორიებს, იმიტომ, რომ ადამიანი არის მოწამლული – გიული ალასანია

ალია ავტორი - ალია
13:01 03-27-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
286

ექიმების განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი მათ მითითებებს ისევ არ ემორჩილება, არ ჭამს და თვითდაზიანების რეჟიმშია. განცხადება”კურიერთან” ენდოკრინოლოგმა გააკეთა. მისი ინფორმაციით, სააკაშვილი იმ კალორიების მეოთხედს იღებს, რაც მისი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვისაა აუცილებელი.

განსხვავებულია ექსპრეზიდენტის დედის პოზიცია. გიული ალასანია ისევ ირწმუნება, რომ მის შვილს საკვების მიღება არ შეუძლია.

“ვერ მიიღებს საკმარის კალორიებს. იმიტომ, რომ ადამიანი არის მოწამლული, მე ათასჯერ ვთქვი უკვე და ეს ცნობილია. ყველაფერი შეუძლიათ თქვა, შეუძლიათ თქვან, რომ მკვლელი იყო, ვიღაცები მოკლა, რასაც ყოველ წუთში ამბობენ და მე რა, დავიჯერო ახლა ეს ყველაფერი?!” – აცხადებს გიული ალასანია.

ამასთან, ქვეყნის მე-3 პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობს უფლებადამცველიც. როგორც შოთა თუთბერიძე განმარტავს, ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ სააკაშვილის მდგომარეობა არის მძიმე სხვადასხვა მიზეზების გამო.

“სახელმწიფოს აკისრია სრული პასუხისმგებლობა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სიცოცხლეზე და ამ პასუხისმგებლობის ჩამორეცხვა, ბუნებრივია განცხადებით არ შეიძლება.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ჩატარებულია არაერთი სამედიცინო ექსპერტიზა, მათ შორის ჩატარებული არის ექსპერტიზა, რომელიც დაუკვეთა პენიტენციურმა სამსახურმა, არც ერთ ექსპერტიზის დასკვნაში არ არის მითითებული, რომ სააკაშვილის თვითდაზიანებისკენ არის მიდრეკილი. ყველა მათგანში, მათ შორის სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში არის მითითებული, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე, სხვადასხვა მიზეზების გამო,”-აცხადებს შოთა თუთბერიძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

Euromoney: თიბისი ფულადი სახსრების მართვაში კორპორატიული კლიენტების N1 არჩევანია
ახალი ამბები

Euromoney: თიბისი ფულადი სახსრების მართვაში კორპორატიული კლიენტების N1 არჩევანია

16:33 10-29-2026
პეპტიდები
ახალი ამბები

ორგანიზმის აღდგენა და გაახალგაზრდავება – რა უნდა იცოდეთ პეპტიდების შესახებ?

16:22 10-29-2026
ტერაფლუ
ახალი ამბები

გაციებისა და ხველის კომპლექსური მკურნალობა – ტერაფლუ, ფარკოსოლვინი და პულმოლანი

14:45 10-29-2026
თიბისის და მეტროპოლის სპეციალური შეთავაზება ემიგრანტებისთვის
ახალი ამბები

თიბისის და მეტროპოლის სპეციალური შეთავაზება ემიგრანტებისთვის

14:11 10-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved