• რეკლამა
  • კონტაქტი
10:27, ორშაბათი, 10 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტი ერქმევა, მთავარსარდალი თუ გენერალი, ის მუდამ აღიქმება ასე: „კუმ ფეხი გამოყოო“ – ნანა კაკაბაძე

ალია ავტორი - ალია
22:05 03-26-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
995

უფლებადამცველი ნანა კაკაბაზე სალომე ზურაბიშვილზე:

„კუმ ფეხი გამოყო…
სალომე ზურაბიშვილი მეხუთე და საყოველთაო არჩევნებით არჩეული ბოლო პრეზიდენტია.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პირველი სამი პრეზიდენტი (გამსახურდია, შევარდნაძე და სააკაშვილი) წინააღმდეგობრივი ფიგურები იყვნენ, უდავოა, რომ ყველა მათგანს ჰქონდა თავისი ქარიზმა.
ბოლო ორი პრეზიდენტი (მარგველაშვილი და ზურაბიშვილი) კი იმდენად უსახური, დაბალრეიტინგიანი ფიგურები არიან, რომ წინასაარჩევნოდ ერთი პლასტელინობას იჩემებდა და ამით ამომრჩეველს თავს აცოდებდა, ხოლო მეორე სარეკლამო ბანერებზე, საკუთარის ნაცვლად, ბიძინა ივანიშვილის ფოტოს ქვემოთ თავისი გვარ-სახელის მიწერას ამჯობინებდა.ამიტომაც ყოველი მათი საჯარო განცხადებისას სათაურში გამოტანილი ანდაზა გვახსენდება.
თუ პირველმა სამმა თავისი პოლიტიკური მოღვაწეობით შეიქმნა მომხრეებში ავტორიტეტი და მაღალი რეიტინგი, ბოლო ორი სხვებმა აქციეს პოლიტიკურ ფიგურებად და როდესაც დამოუკიდებელ პოლიტიკოსებად მოინდომეს წარმოჩენა, საკუთარი “პრინციპული” პოზიციების დაფიქსირება, საზოგადოება ამას სრულიად გულგრილად შეხვდა და მათი პოზიციების შეფასება მხოლოდ იმ კუთხით დაიწყო, თუ რამდენად ემთხვეოდა ან ეწინააღმდეგებოდა ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის პოზიციას, რომელი ძალა იყენებდა იმ კონკრეტულ შემთხვევაში მათ „პრინციპულობას“.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ცდილობს საქართველოში საკუთარი ურეიტინგობა უცხოეთის ქვეყნებში, რაღაც პოზიციების მოპოვებით დააკომპენსიროს, ეს კი მისგან იმ ქვეყნების ინტერესების გატარების სანაცვლოდ ხდება.
ქართულ საზოგადოებას ზურაბიშვილი უცნაური, გაუგებარი და უმადური განცხადებებითა და მხოლოდ მისი შვილების კეთილდღეობის მიზნით გადადგმული ნაბიჯებით ახსოვს.
ამერიკული ტურნედან ახლახანს დაბრუნებული მადამ პრეზიდენტი, ნაც.პარტიული ტელევიზიის ეთერში ვრცელი ინტერვიუთი გამოჩნდა და ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი და უმრავლესობის ახალგაზრდა გუნდი( “პატარა ბიჭები”) შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია.
პრეზიდენტმა ღარიბაშვილთან შეხვედრის სურვილი დააფიქსირა და პრემიერს ჟურნალისტ დიან ტრაპაიძესთან უჩივლა, არ მეკონტაქტებაო.
“ოლიგარქიის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ივანიშვილი. ივანიშვილის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ოლიგარქიზმი” – განაცხადა პრეზიდენტმა. ალბათ მეხსიერების პრობლემებმა სულ მთლად გადაავიწყეს, წინასაარჩევნო ბანერებზე, მისი სახელისა და გვარის თავზე ბიძინა ივანიშვილი რომ იყო გამოსახული.
მან არ გამორიცხა “თავისუფალი სიტყვისთვის მოწამე” ნიკა გვარამიას შეწყალება.
სიმულანტ სააკაშვილზე განაცხადა, რომ ყოველდღიურად ეცნობა დედა გიულის მიერ შვილისთვის მიტანილი საკვების შემადგენლობას, მის ოდენობას და ასე ადგენს თაღლითის მდგომარეობის სასიცოცხლო პარამეტრებს.
როგორც ჩანს, ამ ყველაფრისთვის და კიდევ ალბათ სხვა რაღაცეებისთვის (ჩვენ რომ ჯერ არ ვიცით) აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა შეაქო სალომე და განაცხადა: “პრეზიდენტი ზურაბიშვილი საქართველოს ფანტასტიკური წარმომადგენელია, ის ბრწყინვალე სამუშაოს ასრულებს საქართველოს წარმოდგენის მხრივ”.
აშშ-ს ელჩის და სხვა უცხოელი პოლიტიკოსებისგან სალომეს ქების მიზანია მისი სიტყვებისთვის გარკვეული პოლიტიკური წონის მინიჭება.
სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტი ერქმევა, მთავარსარდალი თუ გენერალი, ის და მისი მსგავსი ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკოსების შეფასებები, ქვეყნისათვის საჭირბოროტო პრობლემაზე ქართული საზოგადოების მხრიდან მუდამ აღიქმება ასე:
„კუმ ფეხი გამოყო, მეც ნახირ-ნახირაო“.
თეგები: ნანა კაკაბაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved