“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ “ოცნებამ” თავისი თანაგუნდელები ჩამოაქვეითა და არც იმის შესაძლებლობა მისცა, რომ დამოუკიდებლად გაეგრძელებინათ საქმიანობა.
ის ხალხი, რომელსაც არ აღმოაჩნდა საკმარისი გამბედაობა, რომ ყველაფერზე ხელი მოეწერა, ამ სინდიკატს არ სჭირდება. ისინი მათთვის არ არიან გამოსადეგი. ის, რომ ეს ხალხი წამოვიდეს და დამოუკიდებლად გააგრძელოს საქმიანობა, არასდროს არ მესახებოდა მე პირადად შესაძლებლად. ანუ, ისინი უბრალოდ ჩამოაქვეითეს და რომ იყვნენ პარლამენტის წევრები, გახდებიან მეათე თუ მეასე რანგის თანამშრომლები” – ამბობს სალომე სამადაშვილი.
კომენტარები