• რეკლამა
  • კონტაქტი
07:32, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს არის ტყუილი… ესეც ტყუილია…” – ჩერგოლეიშვილი ხაზარაძეს

ალია ავტორი - ალია
20:01 03-20-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,684

“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი, მამუკა ხაზარაძეს პასუხობს და წერს:

“მამუკა ხაზარაძე:
“ვადამდელი აწყობს ოცნებას, ისინი უნდა ვაიძულოთ, რომ შეასრულონ 12 პუნქტი ევროკავშირის კანდიდატობის მისაღებად, საზოგადოების დაკვეთა სწორედ ევროპაა.
სცენარი 1: თუ მოგვცეს კანდიდატობა, მაშინ საქართველო გაიმარჯვებს;
სცენარი 2: თუ არ მოგვცეს კანდიდატობა, მაშინ 2024-ში ოცნება განწირულია არა მხოლოდ დამარცხებისთვის, არამედ სრული ჩამოშლისთვის, ამ შემთხვევაშიც საქართველო გაიმარჯვებს”.
შინაარსი არ გააჩნია ამ სიტყვებს.
——————
1. “ვადამდელი აწყობს ოცნებას” –
გააჩნია, თუ ვადამდელს ისეთი პროტესტის შემდეგ ნიშნავს, როგორიც გვქონდა
ოღონდ იმ პირობით, რომ პროტესტის მოთხოვნაა ვადამდელი და
ოცნების უკანდახევად ფორმდება, ეს იმას ნიშნავს რომ არჩევნებს აგებს ოცნება!
თუ ადგა და ასე ცარიელ ადგილას ჩანიშნა, მაშინ ცხადია მას აწყობს.
ანუ ხაზარაძის ამ წინადადებას პოლიტიკური შინაარსი არ გააჩნია.
(აქვე ვიტყვი რომ ევროპული საქართველოს გეგმა 2024 თვის მზადებაა, ვადამდელი შეიძლება მოვლენებმა მოიტანოს და ამას ვერ განვჭვრეტთ. რა შემთხვევაშია მომგებიანი ოპოზიციისთვის ამის თქმა შესაძლებელია)
2. “ჩვენ უნდა ვაიძულოთ ოცნება 12 პუნქტი შეასრულოს” – მამუკა ხაზარაძე ვერანაირად ვერ აიძულებს ოცნებას დეოლიგარქიზაციას თუ ოცნება არ ჩამოიშალა და შეიცვალა!
ეს არის ტყუილი და ამ წინადადებასაც არ გააჩნია შინაარსი.
3. “თუ მოგვცეს კანდიდატობა საქართველო გაიმარჯვებს” – კანდიდატობა არ არის გამარჯვება, გამარჯვება არის უსაფრთხოების სტრუქტურაში გაწევრიანება. კანდიდატობა არის წარმატება და ეს წარმატება იქნება ოცნების ანგარიშზე იქამდე, სანამ ოცნება წარმოადგენს ქართველ ხალხს, ზუსტად ისე, როგორც ასოცირება და უვიზო – რაც არ უნდა ილაპარაკოს ხაზარაძემ.
ანუ ესეც ტყუილია.
4. “საზოგადოების დაკვეთაა ევროპა” – საზოგადოების დაკვეთაა შედეგი და არა უშინაარსო ყბედობა.
5. “თუ არ მოგვცეს, ოცნება 24 წელს ჩამოიშლება” – უკვე არ მოგვცეს ბატონო მამუკა, არ ვიცი თქვენ იქ იყავით თუ არა, მაგრამ ოცნება არ ჩამოშლილა და არც ახლა ჩამოიშლება თუ პოლიტიკურმა სპექტრმა უშინაარსო სადღეგრძელოების ნაცვლად რეალური ლაპარაკი არ დაიწყო და ხალხთან ნდობის კრიზისი არ დაძლია.”
თეგები: თამარ ჩერგოლეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved