• რეკლამა
  • კონტაქტი
12:22, ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, იმ ადგილას თუ მიწევდა ჩავლა, პირჯვარს ვიწერდი და „მამაო ჩვენოს“ ვკითხულობდი, რესტორანი ყოფილა” – თეა გვასალია

ალია ავტორი - ალია
14:25 03-19-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
638

ჟურნალისტი, მთარგმნელი თეა გვასალია:

,,ამას წინათ, წერეთელზე მომიწია მანქანის გაჩერება და ახლა კი ვხვდები, რა სასაცილო სანახავი ვიქნებოდი, მანქანიდან გადმოსული, შერლოკ ჰოლმსივით, გამადიდებელი შუშით რომ ვეძებდი ასფალტზე პარკირების კოდს და ნომერს?. ნახევარი დიდუბე რომ გავიარე და ბოლოს აკუმულატორების გამყიდველს ვკითხე, რა ციფრები უნდა შევიყვანო პარკირების საფასური რომ გადავიხადოთქო, იმან მარსიდან ჩამოფრენილი მწვანე კაცუნასავით ამათვალიერ-ჩამათვალიერა და რა კოდი, ქალბატონო, ან მანქანა სად გყავთო, მკითხა და მივხვდი გულში უკანასკნელი სიტყვებით აგინებდა ასათიანის ცნობილი დაწესებულების დამხურავებს და იმ მშვენიერ ტერიტორიაზე „თბილისი გარდენსის“ ამშენებლებს?. რას დაუშვებდა რომ მე, კანონმორჩილმა მოქალაქემ, იმხელა მანძილი გავიარე ასფალტზე დაწერილი, იმ დაწყევლილი ნომრის ძებნაში, რომ ჩემი მანქანა ჰორიზონზეც არ ჩანდა, მე კი, ჩემის მხრივ, რა წარმომადგენინებდა, რომ დოლიძეზე, საკუთარი სახლიდან ასიოდე მეტრში რომ ვაჩერებ მანქანას, ყოველ ჯერზე ხარკს ვუხდი მერიას და იმხელა წერეთელზე პარკირება უფასო იქნებოდა?. მეორე, ამჯერად კულტურული შოკი, დიდუბის ხიდიდან მარჯვენა სანაპიროზე ჩასახვევთან მელოდა. იქ რომ ეკლესია იყო და ხანდახან, იმ ადგილას თუ მიწევდა ჩავლა, პირჯვარს ვიწერდი და „მამაო ჩვენოს“ ვკითხულობდი, რესტორანი ყოფილა და „ავალონი„ რქმევია?. ასე რომ, გამოთქმა, მკითხე რაც გინდა, ხუთი თითივით ვიცნობ თბილისს, მე არ მეხება და თქვენი არ ვიცი?.”

თეგები: თეა გვასალია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს
ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

18:22 10-13-2026
168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება
ახალი ამბები

168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება

17:54 10-13-2026
მოემზადეთ წლის ყველაზე დიდი შოპინგ-დღესასწაულისთვის, სითი მოლი 15 წლის ხდება!
ახალი ამბები

მოემზადეთ წლის ყველაზე დიდი შოპინგ-დღესასწაულისთვის, სითი მოლი 15 წლის ხდება!

17:30 10-13-2026
აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება
ახალი ამბები

აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება

14:03 10-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved