• რეკლამა
  • კონტაქტი
22:15, ორშაბათი, 7 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ფურუნკული გასკდა და ჩირქი უწყვეტად მოედინება…“ – ვატო შაქარაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:49 03-17-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
814

„აი იას“ წევრი, ვატო შაქარაშვილი:

„ევროპაში მივიჩქარით – ბავშვების ბულინგით, ლექტორების დევნით და წიგნების დაწვით
ფურუნკული გასკდა და ჩირქი უწყვეტად მოედინება… უკანასკნელ პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, ძალიან მოკლე დროში, ერთბაშად გამოააშკარავა უამრავი მიმართულებით არსებული, ღრმად ფესვგადგმული პრობლემა.
ჩვენს თვალწინ ყალიბდება ბოლშევიზმის, ფაშიზმის და ჩინეთის კულტურული რევოლუციის ქართული ჰიბრიდი.
გასაგები ხდება, საიდან გენერირდება არჩევნებში ნაცმოძრაობის თითქმის 30 პროცენტიანი მხარდაჭერა – აი იმ ხალხისგან, ვინც მზად არის სკოლის მოსწავლეს, საკლასო ოთახში მამის ფოტო დაახვედროს წარწერით – “მოღალატე;”
იმ ხალხისგან, ვინც სიებს აქვეყნებს – რომელი დეპუტატის შვილი, რომელ ქვეყანაში დაიბადა; იმ ხალხისგან, ვინც დუჟმორეული ითხოვს სხვის ოჯახებში მივარდნას და დაწიოკებას; იმ ხალხისგან, ვინც განსხვავებული აზრის გამო, ადამიანების საზოგადოებიდან გარიყვას და მათთვის გამარჯობის თქმის აკრძალვას ითხოვს!
ეს ხალხია ნაცმოძრაობის იდეოლოგიური საყრდენი, ამ ნაწილმა შვა ის კასტილიანი კაცი, რომელიც სწორედ მათი სახელით და მათ მაგივრად აუპატიურებდა მაგიდაზე მიბმულ კაცებს!
9 წლის განმავლობაში მათ სასურველი ხელისუფლება ეგულებოდათ, რომელიც წარმოუდგენელი სისასტიკით ახშობდა ნებისმიერ განსხვავებულ აზრს. დღეს, როდესაც სხვა ვეღარ აკეთებს ამას მათ მაგივრად, თვითონ გამოვიდნენ სააშკარაოზე და თვითონ დაიწყეს მოქმედება. მათ სჭირდებოდათ “დიადი მიზანი,” როგორც ყველა სხვა ეპოქაში – ბოლშევიზმის, ფაშიზმის თუ ჩინეთის კულტურული რევოლუციის დროს, ეს ყველაფერი კეთდებოდა პროგრესის სახელით და ხელოვნურად შექმნილი “დიადი მიზნისათვის.” ქართულ ჰიბრიდულ ვერსიაშიც ასეა, ისინი მოქმედებენ პროგრესის სახელით, დიადი მიზანი კი – ევროკავშირია!
მათ ზურგს უმაგრებს უდიდესი ფინანსური რესურსები და ამ ფულით დაფინანსებული პროპაგანდისტული საშუალებები, რომლითაც ისინი მტრად და მოღალატედ აცხადებენ ყველა იმ ადამიანს, რომელიც მათი აზრით არ დგას “ჭეშმარიტი დიადი მიზნისკენ” სავალ გზაზე! ამ ფულით დაანგრიეს განათლების სისტემა და ინდოქტრინაციის მეშვეობით გამოზარდეს ახალი, თანამედროვე “ხუნვეიბინები,” რომლებსაც მიუქსევენ ლექტორებს, მასწავლებლებს, თანატოლებს და მეტიც – წააქეზებენ მშობლების წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ახალი თაობის ის ნაწილი, რომელმაც მათ ხელში გაიარა, ისე დააპროგრამეს, რომ ნებისმიერ მიწოდებულ ამბავს დააჯერებენ და ერთი ცენტრიდან მართავენ როცა დასჭირდებათ.
ტრაგიკულია, რომ ამ იდეოლოგიის ხმალამოღებული ჯარისკაცები არიან უმაღლეს სასწავლებლებში, სკოლებში, საჯარო თანამდებობებზე, მედიაში, საზოგადოებრივ მაუწყებელზე და ჩვენი გადახდილი გადასახადებით მოყოჩაღებულები, ჩვენ გვიპირებენ საზოგადოებიდან გარიყვას. ეს არც დემოკრატიაა, არც თავისუფლება, ეს არის უსამართლობა და თუ ძირეულად არ შეიცვლება, გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანს.“
თეგები: ვატო შაქარაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
ახალი ამბები

სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა

17:45 09-07-2026
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
ახალი ამბები

თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა

13:51 09-07-2026
წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება
ახალი ამბები

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება

13:18 09-06-2026
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved