• რეკლამა
  • კონტაქტი
09:41, ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და „მოგზაური“ გთავაზობთ დაუვიწყარ თავგადასავალს ქართლში

ალია ავტორი - ალია
11:11 03-16-2023
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
239

თიბისი კონცეპტი და „მოგზაური“, 22-23 აპრილს, გთავაზობთ მოგზაურობას ქართლში:  „ქართლის სასახლეები – მოგზაურობა მივიწყებულ ისტორიებში“.  ეს არის ტური, რომლის დროსაც აღმოაჩენთ მე-19 და მე-20 საუკუნეების ქართლის სასახლეების ისტორიებს და გაეცნობით იმავე პერიოდის საზოგადოებრივ – კულტურულ ცხოვრებას.

ეს იქნება დროში მოგზაურობის, ისტორიების და შემონახული ლეგენდების გაცოცხლების დაუვიწყარი გამოცდილება, სადაც თქვენ მეგზურობას ისტორიკოსები და ხელოვნებათმცოდნეები გაგიწევენ.

ორი დღის განმავლობაში თქვენ მოინახულებთ: 

სოფელ ლამისყანაში ქსნის ერისთავების (მანამდე აზნაურ გარაყანიძეების) და ჯამბაკურ-ორბელიანის სასახლე-მუზეუმს; ამილახვართა ციხე-სასახლეს სოფელ ქვემო ჭალაში;თარხან-მოურავების, “მარშლიანთ”  სასახლეს სოფელ გარიყულაში;  მუხრანბატონის სასახლეს სოფელ მუხრანში; ასევე გაეცნობით ისტორიებს, მავთულხლართების მიღმა დარჩენილ, ქსნის ერისთავების (ახალგორში)  და ივანე მაჩაბლის (თამარაშენში) სასახლეების შესახებ.

ხელოვნებათმცოდნე ნიკა ვაჩეიშვილი ქართლის ღირსშესანიშნაობების ექსკურსის პარალელურად, მოგზაურებს, ატენის ხეობაში, საკუთარ სასტუმროში უმასპინძლებს. ატენის ხეობის ისტორიულ-სტრატეგიული მნიშვნელობის გაცნობასთან ერთად, ტურის მონაწილეებისთვის გაიმართება ატენური ღვინის დეგუსტაცია. აქვე, ქართლური კულინარიის სიმბოლოებს, თონეში პურისა და ნაზუქის გამოცხობის ტრადიციებს გაეცნობიან..

ქართლის წარსულში მოგზაურობას კიდევ უფრო შთამბეჭდავს გუგა კოტეტიშვილი გახდის. სოფელ გუდალეთში, მამასთან, ვახუშტი კოტეტიშვილთან ერთად, 30 წლის წინ საკუთარი ხელით აშენებულ სახელოსნო – სახლში „მოგზაურს“ თავად უმასპინძლებს!

ტურის კულმინაცია მუხრანბატონის სასახლეში, რეჟისორ ლევან წულაძესთან შეხვედრა იქნება. საუბრის თემა კი თავად-აზნაურთა სოციალურ-კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილის, ქართლის სასახლეებში დადგმული გიორგი ერისთავის წარმოდგენების როლსა და ქართული კლასიკური თეატრის საფუძვლებს შეეხება.

ტურის ფარგლებში, კონცეპტის მომხმარებლებზე ვრცელდება 20%-იანი ფასდაკლება.

რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ კონცეპტ ასისტენტს: 032 2 27 27 00

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ მოგზაურის გუნდს: 599 908 906,  599 380 817 

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved