“ტვ პირველის” ინფორმაციით, შეიარაღებული თავდასმხმელი, 43 წლის ლევან ადეიშვილი, რომელიც დეპუტატ, ირაკლი ნადირაძეს, 8 მარტს აქციაზე თავს დაესხა და მის დაჭრას, ე.წ. სპიცით ცდილობდა, ამ დრომდე, 15 მარტის ინფორმაციით, არ დაუკავებიათ.
მიუხედავად იმისა, რომ დანაშაული ადეიშვილმა ვიდეოკამერების წინ ჩაიდინა, პოლიცია ამტკიცებს, რომ თავდამსხმელი იდენტიფიცირებას ვერ ახდენს.
საქმეზე ფომალური საგამოძიებო მოქმედებები დღეს დაიწყო. შეირაღებული თავდასხმის ფაქტზე პოლიციას ჩვენება საბა ბუაძემ მისცა.
კომენტარები