• რეკლამა
  • კონტაქტი
20:29, ოთხშაბათი, 4 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აპლიკაცია STOP COVID საშუალებას იძლევა, გავუფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობას, ასევე მოვახდინოთ ახლობლებისა და კონტაქტების ინფორმირება ჩვენი ინფიცირების შემთხვევაში – ეკატერინე ტიკარაძე

ალია ავტორი - ალია
13:26 04-16-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დღეს აპლიკაცია STOP COVID-ის პრეზენტაცია გამართა, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, გაიგოს, იმყოფებოდა თუ არა კონტაქტში COVID 19-ით ინფიცირებულთან.

მინისტრის თქმით, აპლიკაცია ავსტრიელ კოლეგებთან ერთად შეიქმნა.

„ეს გახლავთ კოვიდის აპლიკაცია. ამ აპლიკაციას ყველა ველოდით. ჩვენს ავსტრიელ კოლეგებთან ერთად ძალიან რთულ ვითარებაში, მაგრამ მათი ძალიან დიდი მხარდაჭერით შევძელით, მოვახერხეთ და გავხადეთ შესაძლებელი, რომ ჩვენი მოქალაქეები ჩავრთეთ იმ გამოწვევაში, ერთად ბრძოლაში, რეალურად ჩვენთან ერთად ბრძოლაში, რომელსაც ჰქვია „კოვიდ 19“-ის ვირუსთან ბრძოლა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აპლიკაცია, რომელიც წარმატებით იქნა გამოყენებული, როგორც სამხრეთ კორეის, ასევე იაპონიის მხრიდან და ამ ქვეყნების მაგალითი ნამდვილად არის უპრეცედენტო თავისი მაჩვენებლებით.

დღეიდან ჩვენს მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ, საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ებრძოლონ და პრევენციული ღონისძიებები გაატარონ „კოვიდის“ ინფექციის გავრცელების მხრივ“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, აღნიშნული აპლიკაცია ევროპულ კანონმდებლობაზე დაყრდნობით არის შექმნილი, რომელიც სრულიად იცავს პერსონალურ ინფორმაციას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი.

„აპლიკაციას საშუალებას იძლევა, რომ გავუფრთხილდეთ როგორც საკუთარი ჯანმრთელობის უსაფრთხოებას, ასევე მოვახდინოთ ჩვენი ახლობლებისა და კონტაქტების ინფორმირება ჩვენი ინფიცირების შემთხვევაში, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ხარისხს კონტაქტების ამოცნობის მხრივ და ასევე ინფექციის გავრცელების ჯაჭვის აღმოფხვრის მხრივ, რომელიც მნიშვნელოვანი არის „კოვიდ 19“-ის ინფექციასთან ბრძოლაში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მან ავსტრიელ კოლეგებს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ავსტრიელ კოლეგებს იმ გაწეული შრომისთვის და დახმარებისთვის, რომელიც მათ ჩვენთან გასწიეს და ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო სამინისტროს იმ ჯგუფს, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში 24 საათის განმავლობაში მუშაობდა იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს საშუალება ჰქონოდათ ქართულ ენაზე და შეუფერხებლად მიეღოთ ყველა ის ინფორმაცია, რომელიც არის საჭირო, ასევე, ესარგებლათ ამ აპლიკაციის დადებითი შედეგებით.

სულ რამდენიმე წუთში ჩვენს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ შევიდნენ stopcov.ge-ზე, ასევე ჩვენს საიტზე, ჩამოტვირთონ აპლიკაცია და მყისიერად ჩაერთონ უკვე ჩვენთან ერთად იმ ბრძოლაში, რომელიც დღეს არის კაცობრიობის და მსოფლიოს ძალიან დიდი გამოწვევა. მინდა, წარმატება ვუსურვო ყველას, ვინც გახდება ჩვენი გუნდისა და ჩვენი ჯგუფის წევრი.  დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე საქართველო შეძლებს იმ ჩვეულ ცხოვრების რიტმს დაუბრუნდეს, რომელიც ჩვენ ყველას უკვე ძალიან მოგვენატრა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, ინოვაციური აპლიკაცია STOP COVID შეიქმნა, რომლის მიზანი Covid-19-ის ადრეული გამოვლენა და პრევენციაა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, STOP COVID აპლიკაცია იძლევა საშუალებას, შევაკავოთ ვირუსის გავრცელება კონტაქტირებული პირების დროული ინფორმირებით. აპლიკაცია შესაძლებლობას აძლევს მომხმარებლებს გაიგოს თუ იმყოფებოდა კონტაქტში COVID 19-ით ინფიცირებულ პირთან.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება

15:54 11-04-2026
სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა
ახალი ამბები

სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა

13:12 11-04-2026
თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას
ახალი ამბები

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას

16:53 11-03-2026
PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა
ახალი ამბები

PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა

15:26 11-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved