„ერი და სახელმწიფოს“ დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე:
„ბევრი მწერს “უცხოური გავლენის აგენტების” კანონთან დაკავშირებით შეიძლება თუ არა რეფერენდუმის ჩატარება?
რეფერენდუმი ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ ჩატარდება, რადგან:
1. საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით: “არ შეიძლება რეფერენდუმის ჩატარება კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად”.
2. კონსტიტუციური ჩანაწერის გარდა, რეფერენდუმის დანიშვნა პრეზიდენტის პრეროგატივაა და მას შეუძლია რეფერენდუმის დანიშვნაზე თქვას უარი. ქ-ნ სალომე ზურაბიშვილის აზრი კი ამ საკითხთან დაკავშირებით ცნობილია, შესაბამისად ამ საკითხზე რეფერენდუმს ის არ დანიშნავს.
ზოგადად რეფერენდუმის უფლება ხალხს წართმეული აქვს საკანონმდებლო ხარვეზების გამო, რის გამოსწორებაზეც დიდი ხანია დაწერილი მაქვს საკონსტიტუციო ცვლილება და რამდენიმე დღის წინ განვაცხადე, რომ სახალხო კრების ჩატარების პირველი მთავარი საკითხი, სწორედ ხალხისთვის რეფერენდუმის უფლების დაბრუნება იქნება.“
კომენტარები