• რეკლამა
  • კონტაქტი
17:13, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სკოლის პედაგოგების მიმართვა პრეზიდენტს

ალია ავტორი - ალია
14:00 03-14-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,567

სკოლების პედაგოგები განცხადებას ავრცელებენ და პრეზიდენტს მიმართავენ:

“საქართველოს ისტორიული არჩევანი ყოველთვის იყო დასავლურ სამყაროსთან ერთად ყოფნა და არასდროს ისტორიის მანძილზე არ ვყოფილვართ ისე ახლოს ამ მიზანთან, გავმხდარიყავით ევროპული ოჯახის წევრი, როგორც დღეს, როდესაც ჩვენს ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან მხოლოდ 12 პუნქტის შესრულება აშორებს. აღნიშნული პრიორიტეტებიდან ერთ-ერთი არის მე-7 პუნქტი, რომელიც საქართველოში მედიის თავისუფლებას ეხება და რომლის გაჩენის მთავარი მიზეზიც, თამამად შეიძლება ითქვას, მედია-მენეჯერ და ჟურნალისტ ნიკა გვარამიასთვის არარსებული დანაშაულის გამო პატიმრობის მისჯა გახდა. აბსურდული ბრალდებით ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური კრიტიკოსისა და ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებლის დაპატიმრება დასავლურ სამყაროში ცალსახად იქნა აღქმული პოლიტიკურ ანგარიშსწორებად და შესაბამისი რეაქციაც გამოიწვია ევროპარლამენტარების, კონგრესმენების, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და უბრალოდ საქართველოს მეგობარი პოლიტიკოსების მიერ.

ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. პრიორიტეტების შესრულების შუალედური ანგარიში აპრილში მოხდება და დაუშვებელია, რომ ამ სტატუსის მიღება ეჭვქვეშ დააყენოს ნიკა გვარამიას უკანონო და პოლიტიკურმა პატიმრობამ. აქედან გამომდინარე, ჩვენ, საქართველოს სკოლის პედაგოგები ვუჭერთ მხარს „ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას“, რომ შეწყდეს მისი უკანონო და არარსებული დანაშაულისთვის მისჯილი პატიმრობა და ამით მოიხსნას კიდევ ერთი ბარიერი საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვების გზაზე. ნიკა გვარამიას შეწყალება პრაქტიკულად შეასრულებს პრიორიტეტების მე-7 პუნქტს. გარდა ამისა, მისი განთავისუფლება დიდი ნაბიჯი იქნება 1-ლი პუნქტის – დეპოლარიზაციის შესრულების გზაზეც. ამის მიღწევის ყველაზე მარტივი და სამართლებრივად ყველაზე სწრაფი ხერხი არის პრეზიდენტის შეწყალება.

 

თეგები: სალომე ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved