• რეკლამა
  • კონტაქტი
03:45, პარასკევი, 22 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

5G ტექნოლოგიას მალე დავნერგავთ, რადგან ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გზა ახალი თაობის ინტერნეტ ტექნოლოგიებზე გადის – კომუნიკაციების კომისია

ალია ავტორი - ალია
10:55 04-16-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

კომუნიკაციების კომისია  აქტიურად მუშაობს, რომ 2020 წელს  ქვეყანამ 5G ინტერნეტის გამოყენება დაიწყოს. 21 საუკუნეში, როდესაც ვითარდება და ინერგება  ინოვაციური ტექნოლოგიები, უმნიშვნელოვანესია ამ გამოწვევებს ეფექტურად ვუპასუხოთ, ვინაიდან  5G ინტერნეტი, აუცილებელი  წინაპირობაა ქვეყანაში ისეთი მნიშვნელოვანი სფეროების განვითარებისთვის, როგორიცაა ეკონომიკა, ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი და სხვა. მეხუთე თაობის ინტერნეტის დასანერგად კომისიამ მასშტაბური სამუშაო უკვე ჩაატარა, უახლოეს მომავალში კი 5G  ქსელისა და მომსახურებებისთვის საჭირო სიხშირული სპექტრის გასაცემად აუქციონი ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც, კომისია კომპანიებისთვის გარკვეული ვალდებულებების ნუსხას განსაზღვრავს, სატელეკომუნიკაციო კომპანიები კი 5G  ტექნოლოგიისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას გამართავენ.

ინოვაციური ტექნოლოგიის  დანერგვის პარალელურად, ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 5G ინტერნეტი ადამიანების ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს.  გამომდინარე იქედან, რომ FAKE NEWS -მა  საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეცდომაში შეიყვანა, თემაზე განმარტება დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გააკეთა და აღნიშნა, რომ COVID-19 5G მობილური ქსელით არ ვრცელდება.

გარდა ამისა, განმარტება ამ თემაზე არაერთხელ აქვს გაკეთებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას, რომელიც მიიჩნევს, რომ რადიოსიხშირული ველები და კონკრეტულად 5G  ტექნოლოგია ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე  ზეგავლენას არ ახდენს.  მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რადიოსპექტრის შესახებ ჩატარებული კვლევებით, 5G ტექნოლოგიის გამოყენება, ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის.  

კვალიფიციური და ავტორიტეტული ორგანიზაციების განმარტებების გარდა, კომუნიკაციების კომისია აუცილებლად მიიჩნევს, რომ საზოგადოებას მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია  რამდენად საჭირო და რა სიკეთის მომტანია  5G  ტექნოლოგია. 

მსოფლიო მასშტაბით, ტექნოლოგიების განვითარების უმთავრესი გზა მე-5 თაობის  ინტერნეტზე გადის. შესაბამისად, 5G ტექნოლოგიას მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ქვეყნისა და საზოგადოების შემდგომ განვითარებაში. 5G წარმოადგენს უსადენო ინტერნეტ ტექნოლოგიის ახალ თაობას, რომელიც უკვე არსებული  ტექნოლოგიებისგან განსხვავებით, მომხმარებელს უფრო სწრაფი ნავიგაციის და ისეთი მომსახურებებით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს, რომელიც წინა ტექნოლოგიების პირობებში არ იყო შესაძლებელი. 5G-ის მიერ შეთავაზებული კავშირის სიჩქარე და ხარისხი მოიცავს ახალი, ინოვაციური მომსახურებების ძალიან ფართო და მნიშვნელოვან პოტენციალს, როგორც ზემოთ ჩამოთვლილი სფეროებისა და ინდუსტრიისთვის, და რაც ყველაზე მთავარია –  საზოგადოებისთვის. 

5G უკვე გამოიყენება და მასზე დაფუძნებული მრავალი მომსახურების ტესტირება მიმდინარეობს მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნებობის და სატრანსპორტო სფეროებში. მაგალითად, სატესტო რეჟიმში, უკვე მუშაობს „ჭკვიანი სასწრაფო დახმარება“, რომელიც იკვლევს, როგორ შეიძლება პაციენტების მკურნალობა გადაუდებელი დახმარების ფარგლებში, საავადმყოფოს პერსონალთან, პარამედიკოსების  მეშვეობით.    

5G ტექნოლოგია აგრეთვე გამოიყენება სოფლის მეურნეობაში. ამის ერთ-ერთი მაგალითია ავტონომიური მიწათმოქმედების დანადგარები, რომლებიც მიწას ამოწმებენ ვიდეო სენსორის გამოყენებით და სასუქსა და პესტიციდს იყენებენ ზუსტად იქ, სადაც – საჭიროა. 5G-ის გამოყენება ხელს უწყობს, როგორც რესურსების დაზოგვას, ისე – ეფექტიანობის ამაღლებას, მათ შორის, სატრანსპორტო სფეროში. სატრანსპორტო ქსელებს, ადგილობრივ ორგანიზაციებსა და სხვა საჯარო ორგანოებს, 5G-ის გამოყენება შეუძლიათ ისეთი საზოგადოებრივი მომსახურებების გასაუმჯობესებლად, როგორიცაა პარკირება, საავტომობილო მოძრაობის მართვა და გარე განათება.

ამას გარდა მნიშვნელოვანია, რომ  მსოფლიო გამოწვევას, რომელსაც  COVID-19 ჰქვია, ის ქვეყნები სადაც 5G  ტექნოლოგია უკვე მუშაობს ყველაზე ეფექტურად გაუმკლავდნენ, სწორედ ახალი თაობის ტექნოლოგიის გამოყენებით. 

სამხრეთ კორეაში, 5G ეფექტურად გამოიყენეს, რათა ზუსტად დაედგინათ ინფექციის გავრცელების არეალები და ე.წ. კლასტერები. მსგავს მიდგომას იყენებს ისრაელიც, სწორედ აღნიშნული ტექნოლოგიის მეშვეობით ხდება საკარანტინე ზონების გაკონტროლება, რომ არ მოხდეს მათი თვითნებური დატოვება. ტაივანიც ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც 5G ტექნოლოგია COVID 19-თან ბრძოლაში ეფექტურად გამოიყენა. ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით, ნათლად ჩანს, რომ სწორედ ეს ქვეყნები საკმაოდ წარმატებით გაუმკლავდნენ ინფექციის ზრდის ტემპის დასტაბილურებას და ინფექციის კერების ლოკალიზებას.

ყველა იმ სიკეთის გათვალისწინებით, რომელიც 5G ტექნოლოგიას შეუძლია მოუტანოს ქვეყანას კომუნიკაციების კომისია აქტიურად აგრძელებს მუშაობას ახალი თაობის ინტერნეტის დანერგვის მიმართულებით. პრინციპულად მნიშვნელოვანია ეფექტურად ვუპასუხოთ თანამედროვე გამოწვევებს და წამყვან ქვეყნებთან ერთად, ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში მოწინავე ადგილი  გვეკავოს, – აღნიშნულია კომუნიკაციების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე მომსახურების ახალ სტანდარტს ამკვიდრებს საქართველოში

17:54 08-21-2025
შენ არასდროს ივლი მარტო – გიორგი მამარდაშვილი x თიბისი
ახალი ამბები

შენ არასდროს ივლი მარტო – გიორგი მამარდაშვილი x თიბისი

15:14 08-21-2025
“გურმან აკადემია”- სწრაფი კვების ობიექტი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“გურმან აკადემია”- სწრაფი კვების ობიექტი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:17 08-21-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა –   სავალუტო კონვერტაციების დინამიკის შეფასება
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – სავალუტო კონვერტაციების დინამიკის შეფასება

11:12 08-21-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved