“ლელო” მადლობას უხდის იმ ახალგაზრდებს, იმ მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში “ოცნების” რუსულ კანონს აპროტესტებდნენ.
პარტიის ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს:
“ჩვენ “ქართული ოცნების” არ გვჯერა. მე მგონი საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის და უახლოესი ისტორიის განმავლობაში ჩვენ ბევრჯერ დავინახეთ, თუ როგორ მოატყუა “ქართულმა ოცნებამ” საზოგადოება, აქედან გამომდინარე, ეს ბრძოლა გაგრძელდება, წინააღმდეგობა გაგრძელდება ყველა ფრონტზე, სანამ ჩვენ არ დავინახავთ კონკრეტულად, იურიდიულად გაფორმებულ დოკუმენტს კანონის გამოწვევასთან დაკავშირებით, კანონთან კი არ გვაქვს ჩვენ საქმე, რუსულ კანონთან, ჩვენ გვაქვს საქმე რუსულ ხელისუფლებასთან”
კომენტარები