• რეკლამა
  • კონტაქტი
17:26, ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ გადავრჩეთ ”ჭყლეტაში”? – არჩილ მარშანია

ალია ავტორი - ალია
22:52 03-08-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
291

პირველადი დახმარების ცენტრის დამფუძნებელი, ექიმი არჩილ მარშანია:

„? აქციებზე, სპორტულ ღონისძიებებსა თუ ამ ბოლო ხანებში უკვე მეტროთი გადაადგილებისას, ხალხმრავლობით გამოწვეულ ძლიერ სიმჭიდროვეს ჩვენ, ქართველები, შინაურულად ”ჭყლეტას” ვუწოდებთ.
​? ეს ტერმინი, რომელსაც ერთი შეხედვით თითქოს ყური შევაჩვიეთ, ძალიან დიდი რისკის შემცველია და სხვადასხვა ქვეყნების (მათ შორის ჩვენი ქვეყნის) სამწუხარო გამოცდილება გვასწავლის, რომ მცირე ინციდენტიც კი სამარისია ასეთ დროს და პანიკამ შეიძლება საქმე სერიოზულ პრობლემამდე მიიიყვანოს და ხალხმრავლობა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობად იქცეს.
? ამიტომ, ვფიქრობ, უნდა ვიცოდეთ თუ როგორ მოვიქცეთ, რომ თავიდან ავიცილოთ ჯანმრთელობის დაზიანება.
? მაშ ასე, როგორ გადავრჩეთ ”ჭყლეტაში”:
? 1) ობზერვაცია – დაათვალიერეთ თქვენ გარშემო არეალი 360 გრადუსით, იყავით ყურადღებით და მაქსიმალურად მშვიდად, დააკვირდით სად არის უფრო დიდი სიმჭიდრივე და სად ნაკლები, დაგეგმეთ როგორ შეიძლება მოხვდეთ იქ და ეცადეთ იმოძრაოთ ნაკლები სიმჭიდროვისკენ;
? 2) დატოვეთ ადგილი რაც შეიძლება სწრაფად – არ აქვს მნიშვნელობა საით მიდიხართ, მთავარია გაეცალოთ ადგილს მაშინვე, როგორც კი იგრძნობთ დისკომფორტს, თუნდაც დანიშნულების ადგილის საპირისპიროდ მოგიწიოთ წასვლამ;
? 3) სუნთქვა – ჟანგბადი ”ჭყლეტაშიც” და მის გარეშეც თქვენი საუკეთესო მეგობარია, ”ჭყლეტაში” გარდაცვალების შემთხვევები ხშირად სუნთქვის პრობლემების გამო ხდება, ამიტომ ნუ ილაპარაკებთ ბევრს და ხმამაღლა თუ ეს აუცილებლობას არ წარმოადგენს, კონცენტრირდით სუნთქვაზე და ისუნთქეთ მაქსიმალურად მშვიდად, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება;
? 4) ”ბოქსიორის პოზიცია” – თუ შეამჩნევთ, რომ სიმჭიდროვე იზრდება, ხელები მოხარეთ იდაყვებში და მიიდეთ გულმკერდზე, ამით თქვენ დაიცავთ გულმკერდს მოჭყლეტვისგან და უკეთ შეძლებთ გაითავისუფლოთ რამდენიმე სანტიმეტრი უკეთესი სუნთქვისთვის;
? 5) მიყევით ”დინებას” – პანიკის დროს, როგორც წესი, ხალხის დინება უფრო საშიშია, ვიდრე ის, რამაც გამოიწვია ეს პანიკა. როდესაც ერთი მხრიდან გვაწვებიან, შესაძლოა ჩვენც დავიწყოთ პირიქით გაძალიანება და მიწოლა, სიბრაზით ან ბუნებრივი რეფლექსის გამო, თუმცა ეს არ არის მაინცდამაინც კარგი იდეა. დინების შეჩერება თითქმის შეუძლებელია და ძვირფასი ენერგიის დაკარგვას უწყობს ხელს, ამიტომ, თუ ატყობთ, რომ ხალხის ”დინებაში” მოხვდით, მიყევით დინებას და ეცადეთ გაძვრეთ ნაკლები სიმჭიდროვისკენ;
? 6) მოერიდეთ ბარიერებს – ეცადეთ არ მოხვდეთ კედელთან ან ბარიკადებთან ახლოს, რომ ”დინების” და კედელს შორის არ აღმოჩნდეთ, რაც სერიოზული დაზიანების მომტანი შეიძლება იყოს;
? 7) სიმჭიდროვის შეფასება – მიაქციეთ ყურადღება სიმჭიდროვის შეფასებას. თუ ხალხმრავლობაში ფიზიკური შეხება არ გიწევთ ადამიანებთან, სავარაუდო სიმჭიდროვე 3 ადამიანზე ნაკლებია კვადრატულ მეტრზე, რაც არ წარმოადგენს საფრთხეს;
თუ ხალხმრავლობაში ერთ ან ორ ადმიანთან გიწევთ თქვენდაუნებურად ფიზიკური შეხება, სავარაუდო სიმჭიდროვე შეიძლება იყოს 4-5 ადამიანი კვადრატულ მეტრზე, რაც გადაუდებელ საშიშროებას არ წარმოადგენს, თუმცა ამ დროს უკვე ჯობს დაიწყოთ ფიქრი უფრო თავისუფალი ადგილის ძებნაზე;
თუ ხალხმრავლობისას ხელების თავისუფლად მოძრაობა გიჭირთ და საკუთარ სახეს თავისუფალი მოძრაობით ვერ ეხებით, ამ შემთხვევაში ჭყლეტვის საშიშროება უკვე მაღალია.
?8 ) დაეხმარეთ სხვას – ეცადეთ გაითვალისწინოთ სხვებიც და დაეხმაროთ მათ, ხალხის ჯგუფს, რომელიც ერთმანეთზე ზრუნავს, უფრო მეტი გადარჩენის შანსი აქვს, ვიდრე ინდივიდუალურ გადარჩენაზე ორიენტირებულ ქაოსს;
? 9) იდექით ფეხზე – ფეხზე დგომა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მაქსიმალურად შეინარჩუნეთ ვერტიკალური პოზიცია, თუმცა, თუ მაინც წაიქეცით და ვერ დგებით, ეცადეთ დაწვეთ გვერდულად, მოკეცოთ მუხლები და მიიდოთ მუცელზე, ხელები კი აიფაროთ თავზე (”ახალშობილის პოზიცია”) რათა დაიცვათ სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოები.
ჯანმრთელობას გისურვებთ ?“
თეგები: არჩილ მარშანია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა

14:24 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved