• რეკლამა
  • კონტაქტი
08:42, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ში “გვინდა იმ წარსულდაბრუნება? გვინდა მარტონი აღმოვჩნდეთ მოძალადე რუსეთის წინაშე?” – ღოღობერიძე

ალია ავტორი - ალია
18:40 03-07-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
379

რუსულ კანონპროექტს, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო ტალღასა და არსებულ ვითარებას ქართველი კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე ფეისბუქ სტატუსით ეხმაურება ფოტოს აქვეყნებს, და ფოტოს აქვეყნებს, სადაც ევროსაბჭოში მიღებას ულოცავს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ინგლისის ლორდთა პალატის წევრი ლორდი რასელ ჯონსტონი.

ღოღობერიძე:

“თითქოს უკვე ყველაფერი ითქვა… და მაინც მინდა დავამატო კიდევ რაღაც, ძალიან პირადი.
და მახსენდება…1937 წელი. საყოველთაო შიშის ატმოსფერო.8 წლის ვარ. მოვდივარ ქუჩაში. მხვდება ჩვენი სახლის ხშირი სტუმარი, რომელიც ძალინ მიყვარს. გახარებული ვეძახი, ის კი – დამინახავს და გარბის. მე ვერ ვხვდები, რა ხდება და მივდევ…
1989 წლის 9 აპრილის ღამე.
ხალხით გადავსებული რუსთაველი. განსაცდელის მოლოდინი. მღერიან უსინათლოები. წამოვიდა წვიმა. საიდანღაც გაჩნდა ცელოფნის გადასაფარებლები.. ადამიანებმა სანთლები აანთეს. სანთლების მოციმციმე შუქით განათებული ცელოფნები რაღაც არაამქვეყნიურის განწყობას ქმნიდა. ისმოდა უსინათლოთა სიმღერა.მხატვრის სახლის ფანჯრიდან დავინახეთ, როგორ შემოვიდა თავისუფლების მოედანზე ტანკების კოლონა.მერე იყო ქაოსი. ტანკები ხალხში შემოიჭრენ. ატყდა ალიაქოთი. ჩვენთან ახლოს ვიღაც დაეცა. მე და ნუცა გავრბოდით, და ფეხდაფახ მოგვდევდა ნაჯახშემართული, ჩაფხუტიანი ჯარისკაცი.როგორღაც ქაშვეთის ეზოში ჩავხტით…იმ მართლაც საზარელი ღამიდან ეს ხატი გამომყვა სამუდამოდ, – ნაჯახშემართული ჯარისკაცი, რომელიც მოგდევს – საბჭოთა იმპერიის სიმბოლო. მაგრამ დამრჩა ამის საპირისპირო, ძალიან ამაღლებული ხატიც: ერის არნახული ერთიანობის განცდა. მაშინ მართლაც ყველა ერთად ვიყავით – ეროვნული მოძრაობა, ხალხი, ინტელიგენცია, ემიგრანტები, ქართული მილიცია… და ხელისუფლების ერთი ნაწილი.
და კიდევ ერთი მოგონება: ერთი წვიმიანი, ქარიანი დღე. სტრასბურგი. 1999 წლის 27 აპრილი.
ჩვენ, საქართველოს წარმომადგენლები – საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო დელეგაცია, ევროპელთა დიდ ოჯახთან ერთად, ვდგავართ ევროსაბჭოს შენობის   ფასადის წინ და სუნთქვაშეკრულნი ვადევნევნებთ თვალს, როგორ მიიწევს ცისკენ საქართველოს დროშა. მთელი ჩვენი სისხლიანი ისტორიის მანძილზე ყოველთვის ვიყავით მარტო, პატარა, ეული და უნათესაო ერი, გარშემორტყმული დიდი იმპერიებით, რომლებიც გვიპყრობდნენ, გვაჩანაგებდნენ… მაგრამ ჩვენ გადავრჩით და მოვედით დღევანდელ დღემდე  იმიტომ, რომ არ ვყრიდით ფარ-ხმალს, ვიბრძოდით და ზურგს გვიმაგრებდა თავისუფლებისკენ შეურყეველი სწრაფვა, ეროვნული ღირსების განცდა და ათასწლოვანი მდიდარი კულტურა.
დროშა გაჩერდა, დაიმკიდრა თავისი ადგილი საფრანგეთის და გერმანიის დროშებს შორის.
და ჩვენ გვწამდა: ეს იყო ჩვენი ქვეყნისთვის მართლაც უდიდესი დღე, ისტორიულად დეტერმინირებული მარტოობის დაძლევის დღე. თანასწორობის საფუძველზე მსოფლიოს ყველაზე უფრო განვითარებული, ცივილიზებული, კულტურული ოჯახის წევრად გახდომის დღე. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს აქტი ევროპის კარის მხოლოდ შეღებას ნიშნავდა, მაგრამ მომავალში წინ ევრო კავშირის კონტურები გველანდებოდა! და ევროპაში საბოლოო გაერთიანების პროცესი შეუქცევადად გვესახებოდა…
და რა ხდება დღეს?
როცა ისმენ ყველა ჩვენი სტრატეგიული მეგობრის – ევროკავშირის, გაეროს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის, ცნობილი პოლიტიკური მოღვაწეების, სხვადასხვა ევროპული ქვეყნების ელჩების ერთსულოვან განცხადებებს იმის შესახებ, რომ კანონი შეაფერხებს, თუ ბოლოს მოუღებს ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს, ისევ გეუფლება თითქოს სამუდამოდ დაძლეული განცდა: ნუთუ შენი ქვეყანა ისევ უნდა იყოს მარტო სამყაროსა და ისტორიის წინაშე?ნუთუ მარტოობა ჩვენი ბედისწერაა?!
როცა ხედავ ყოველგვარი  წინსვლის ძირგამომთხრელ დაპირისპირებას ქვეყნის შიგნით – პარლამენტში თუ ქუჩაში, ხვდები, რომ იმ საბედისწერო დროს მიღწეულ ერთიანობაზე ოცნებაც კი მიუღწეველი ხდება, რომ საბოლოოდ ვყალიბდებით ერთმანეთის მიმართ სიძულვილით სავსე საზოგადოებად.
და დღეს მე ვსვამ კითხვას: გვინდა იმ წარსულში დაბრუნება? გვინდა ისევ მარტონი და დაუცველები აღმოვჩნდეთ მოძალადე, დრომოჭმული იმპერიული ამბიციებით შეპყრობილი რუსეთის წინაშე?
თუ იქნებ ვცადოთ ასეთი წარმოუდგენელი რამ: დავდგეთ ყველა ერთად – ხალხი, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები, ხელისუფლება (!), პიროვნებები და ევროპისკენ სვლა მართლაც შეუქცევადი გავხადოთ?”

შეიძლება იყოს 2 people გამოსახულება
თეგები: ლანა ღოღობერიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved