ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია;
,,ჩემო ძალიან გაუნათლებელო და უინტელექტო ხელისუფლებავ, ევროპა სააკაშვილის გაშვებას იმიტომ კი არ ითხოვს, რომ უდანაშაულოდ მიაჩნიათ ან დამნაშავედ, ან საერთოდ სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებენ, ამ შინაარსში ისინი საერთოდ არ შემოდიან, ამას ითხოვენ იმიტომ , რომ არცერთი თანამედროვე ევროპული ქვეყნის თუნდაც დამნაშავე პრეზიდენტი არ გამოიყურება ისე, როგორც სააკაშვილი.
სააკაშვილის გაშვებას მეც ვითხოვ, ადამიანი, რომლისთვისაც დღესაც არასასურველია სააკაშვილი და 2005 წლის მერეც სულ მიუღებელი იყო. აბა, დაყარეთ ახლა ვერსიები, ვინ მიხდის, სააკაშვილის გაშვებას რომ ვითხოვ.
გაიძვერები კი ხართ ხელისუფლებაში, მაგრამ თქვენი ცარიელი თავის ქალა მაინც პრიმატებად გტოვებთ და ვერც ეგ ბრენდირებული სამოსი გხდით რაიმეს ფასად.”
კომენტარები