ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია პარლამენტში მიმდინარე მძიმე პროცესებს “ტვიტერით” ეხმიანება. პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი ამბობს, რომ “ივანიშვილი ცდილობს ქართული დემოკრატია დაასრულოს”
“ივანიშვილი მოქმედებს ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ. ახლა პარლამენტში ის ცდილობს დაასრულოს ქართული დემოკრატია, ჩვენი თავისუფლება და ჩვენს შვილებს წაართვას ევროპული მომავალი. ჩვენ დავიცავთ საქართველოს ევროპაში და ევროპას საქართველოში!”- წერს ყოფილი პრემიერი.
კომენტარები