• რეკლამა
  • კონტაქტი
09:31, პარასკევი, 12 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ოპოზიციის ნაწილმა “რუსეთის ფედერაციის გავლენისგან დაცვის შესახებ“ კანონპროექტი დაარეგისტრა

ალია ავტორი - ალია
17:20 03-02-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
594

პარტიამ „საქართველოსთვის“ და პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ პარლამენტში „ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის – ფედერაციის გავლენისგან დაცვის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირეს.

„კანონპროექტის მიზანია ქვეყანაში რუსეთის ფარული გავლენების წყაროების, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებების და მათი განმახორციელებელი პირების გამოაშკარავება. კანონპროექტი დანაშაულად აცხადებს რუსეთის გავლენის გატარებას და რუსეთის სასარგებლო ქმედებებს საქართველოში.

კერძოდ, რუსეთის გავლენით საქართველოს საგარეო კურსზე ზემოქმედებას, მისი შეცვლის მცდელობას ან/და ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას. კანონპროექტი თავისი მიზნებით და რეგულირების სფეროთი სრულად განსხვავდება „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონისგან. როგორც პარტია „საქართველოსთვის“ წევრები აცხადებენ, დღეს რუსული გავლენები საქართველოს შიდა პოლიტიკაზე გაზრდილია, რაც პირდაპირ ზემოქმედებს ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ კურსზე და ზრდის საფრთხეს. დეპუტატები აღნიშნავენ, რომ გაზრდილი რუსული გავლენები საფრთხეს უქმნის საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ ისტორიულ არჩევანს. პარტია „საქართველოსთვის“ წევრები და პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია, მოუწოდებენ „ქართულ ოცნებას“ და ყველა საპარლამენტო პარტიას, მხარი დაუჭირონ წარმოდგენილ კანონპროექტს საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად“,- აღნიშნულია პარტია „საქართველოსთვის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თეგები: პარლამენტი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
ბინის დაქირავება
ახალი ამბები

5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ბინის დაქირავების დროს

19:15 06-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება

14:30 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved