• რეკლამა
  • კონტაქტი
09:31, პარასკევი, 12 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იმ მომენტში ყველა უნდა იყოს მზად” – ვახო სანაია

ალია ავტორი - ალია
16:38 03-02-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
234

ჟურნალისტი, ვახო სანაია:

“ახლა ერთ რამეს ვიტყვი და არ ვიცი, გაიზიარებთ თუ არა. თქვენს მოსაზრებებსაც მოვისმენ.
ოპოზიცია ცუდ ფორმაშია. უფრო სუსტია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ იყო. ამას ბევრი მიზეზი აქვს – ობიექტურიც და სუბიექტურიც.
პოლიტიკურ სპექტრს სერიოზულად უდგას უნდობლობის საკითხი.
ხშირად მომისმენია, კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ ქუჩაში გავიდეთო. აქ იგულისხმება ფართომასშტაბიანი აქციები.
ზემოთაც დავწერე და კიდევ გავიმეორებ – დღეს პოლიტიკურ სპექტრს არ შეუძლია პროცესების თავისი ძალებით დაწყება. ეს ფაქტია. მუხტი კი ხელოვნურად არ იქმნება.
ჩემი აზრით, ქუჩაში პროცესის გადატანა შეუძლია მოვლენას, რომელიც მასობრივ უკმაყოფილებას გამოიწვევს. ხალხი გაყვება მოვლენას და არა რომელიმე პარტიულ ლიდერს. მოვლენა კი სპონტანურად თავად შობს ახალ ლიდერებს ან პარტიები დახვდებიან უკეთეს ფორმაში ამგვარ პროტესტს. შანსი არ არსებობს რომელიმე პოლიტიკოსის დაძახებულზე მასობრივი პროტესტი მივიღოთ, რადგან არც მაღალი პერსონალური ნდობა არსებობს. მუხტი ბუნებრივი უნდა იყოს.
იკითხავთ, კი მაგრამ რა უნდა გაკეთდეს ?
მნიშვნელოვანია, პოლიტიკურმა პარტიებმა თუ საზოგადოებრივმა ჯგუფებმა ის სიმძიმე აწიონ, რისი ზიდვაც შეუძლიათ. ეს უნდა აკეთონ ხშირად – პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებზე. იმ მასშტაბით, რასაც გაქაჩავენ.
მაგალითად, უაღრესად მნიშვნელოვანია ის პროტესტი, რომელსაც ახლა პარლამენტში ვხედავთ – სამოქალაქო საზოგადოების მწვავე რეაგირება ხელისუფლების რუსული კურსის წინააღმდეგ.
მსგავს აქტიურობას უნდა მიმართონ პარტიებმაც და საზოგადოებრივმა ჯგუფებმა. ვიმეორებ – იმ მასშტაბით, რისი აწევაც შეუძლიათ და არა გადაჭარბებული დაპირებებითა და მოლოდინით, რაც შემდეგ ხალხს უიმედობაში გადააგდებს.
საბოლოო ჯამში ყველანაირი პროტესტი თავს მოიყრის ერთ წერტილში, როცა გადამწყვეტი მომენტი დადგება. სწორედ აქ იტყვის ხალხი თავის სიტყვას. იმ გადამწყვეტ მომენტში მასობრივი პროტესტიც იქნება – ბუნებრივი და მუხტის მატარებელიც. აი, სწორედ მაშინ გადაწყდება, ივანიშვილი მოიგებს თუ ხალხი. იმ მომენტში ყველა უნდა იყოს მზად – პოლიტიკური სპექტრი, სამოქალაქო სექტორი და მთლიანად ხალხი.
ასე მოქმედება მგონია სწორი.
რაც შეეხება იმას, როდის დადგება ეს გადამწყვეტი მომენტი. პროგნოზს ვერ გავაკეთებ – ხვალ, ზეგ, რამდენიმე თვეში თუ როდის. ამას ახლა ვერავინ იტყვის. წინასწარმეტყველი არავინაა. ამ მომენტს მივხვდებით და ვიგრძნობთ. რაც ახლა გასაკეთებელია, უკვე დავწერე – მოქმედება, მოძრაობა და იმ მასშტაბის ტვირთის აწევა, ვის როგორც შეუძლია. ბოლოს ეს ყველაფერი ერთ წერტილში შეერთდება.”
თეგები: ვახო სანაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
ბინის დაქირავება
ახალი ამბები

5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ბინის დაქირავების დროს

19:15 06-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება

14:30 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved