• რეკლამა
  • კონტაქტი
21:54, ხუთშაბათი, 11 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ეს ყველაფერი შესანიშნავად იცის ქვეყნის ინტერესების ამ მოღალატემ“ – ნათია მეზვრიშვილი ირაკლი კობახიძეზე

ალია ავტორი - ალია
14:45 02-27-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
808

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, ნათია მეზვრიშვილი:

ცნების პროპაგანდისტ კობახიძეს მინდა ვუპასუხო:
კანდიდატის სტატუსთან ამ კანონს კავშირი არ აქვსო – ტყუილია! ამ კანონზე დისკუსიის დაწყებაც კი პირდაპირ კავშირშია სტატუსთან. მსგავსი უნგრული კანონპროექტი (რომელიც უნგრეთმა რუსეთისგან გადმოიღო) ევროკავშირის პრინციპებთან და სამართალთან შეუსაბამოდ მიიჩნია მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ, რომელსაც იცით ვინ მიმართა? ევროკომისიამ, ანუ იმ ორგანოებმა, რომლებმაც ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭების საკითხი უნდა გადაწყვიტონ.
ეს კანონი პირდაპირ ეწინააღმდეგება მე-7 და მე-10 პუნქტებს. ამ პუნქტების შესრულება პირდაპირ არის დაკავშირებული კანდიდატის სტატუსის მიღებასთან.
რამდენიმე თვის წინ კომისიამ დადებითად შეგვიფასა კანონმდებლობა ევროკავშირის სამართალთან მისი შესაბამისობის გამო. ამ კანონის დაინიცირებით, სადაც დადებითად შეგვაფასეს, იმასაც თავდაყირა გვიყენებენ.
ჩვეულებრივი პოლიტიკური თაღლითობაა კანონის სხვადასხვა ვერსიებზე საუბარი. ამერიკაში კანონს სულ სხვა მიზანი აქვს – უცხოურ ლობიზმს არეგულირებს. როცა მიიღეს, მიზანი ფაშისტურ და კომუნისტუტ პროპაგანდასთან ბრძოლა იყო. 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას ამ კანონით რუსულ გავლენებს ებრძოდნენ. ოკუპირებულო ქვეყნის ხელისუფლებამ კი ამ კანონით მტრად არა რუსეთი, არამედ დასავლეთი გამოაცხადა. შესაბამისად, არ აქვს მნიშვნელობა რა სახელს დაარქმევენ – ამერიკულს, ავსტრალიურს, ფრანგულს თუ გერმანულს. მთავარია მიზანი, რის გამოც ეს დისკუსია გახსნეს – ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, გააყალბონ არჩევნები და შეინარჩუნომ ძალაუფლება!
რაც შეეხება კანონების ვენეციის კომისიაში გაგზავნას, ვენეციის კომისია კანონებს სამართლებრივ-ტექნიკურად აფასებს და არა პოლიტიკურად. უკვე არაერთხელ აქვს შეფასებული ანალოგიური რუსული კანონი. ამიტომ კომისიაში ამ კანონების გაგზავნაც პოლიტიკური თაღლითობის ნაწილია.
ეს ყველაფერი შესანიშნავად იცის ქვეყნის ინტერესების ამ მოღალატემ. ამიტომ, ვერ აცდება პასუხისმგებლობას ვერავინ – ვერც მისნაირი შემსრულებლები, ვერც კანონის ინიციატორები და ვერც ხმის მიმცემები!
თეგები: ირაკლი კობახიძენათია მეზვრიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
ბინის დაქირავება
ახალი ამბები

5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ბინის დაქირავების დროს

19:15 06-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება

14:30 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved