• რეკლამა
  • კონტაქტი
04:08, ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ენერგეტიკის სექტორის კიბერუსაფრთხოების შესახებ კონფერენცია გაიმართა

ალია ავტორი - ალია
16:07 02-22-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
744

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ენერგეტიკის კიბერუსაფრთხოების შესახებ USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ორგანიზებით გამართული კონფერენცია გახსნა.

დავით ნარმანიამ შეაჯამა ორი დღის განმავლობაში მიმდინარე სამუშაო შეხვედრა, რომელშიც სემეკის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

„ენერგეტიკის სექტორში მდგრადი და ძლიერი კიბერუსაფრთხოება არის უმნიშვნელოვანესი საკითხი. მნიშვნელოვანია კრიტიკული ენერგო ინფრასტრუქტურის კიბერ მედეგობის გაძლიერება და ამ კუთხით, ენერგეტიკის სექტორის სრული დაცვა. ამასთანავე, მნიშვნელოვანია დარგის სპეციალისტების გადამზადებაც. USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ორგანიზებით, ევროკავშირის დაძმობილების პროექტის – „კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარება საქართველოში” ფარგლებში გამართული სამუშაო შეხვედრები იყო ნაყოფიერი და ხელი შეუწყო მონაწილეების ინფორმირებულობის დონის გაზრდას, კიბერ რისკების თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი უნარების გამომუშავებას “ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა:

„სემეკში აქტიურად მიმდინარეობს დიგიტალიზაციის პროცესი. შემუშავდა დიგიტალიზაციის სტრატეგია, რომელიც მოიცავს მონაცემთა ბაზის დაცვის მექანიზმებისა და კიბერუსაფრთხოების საკითხების გაძლიერებას. კიბერუსაფრთხოება უმნიშვნელოვანესი საკითხია როგორც ზოგადად ენერგეტიკის სექტორისთვის, ასევე სემეკისთვის. ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ ამ კუთხით თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ექპერტებთან“, – აღნიშნა გიორგი ფანგანმა.

USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ორგანიზებით,
ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ დაძმობილების პროექტთან „კიბერუსაფრთხოების
შესაძლებლობების განვითარება საქართველოში” თანამშრომლობით, 21-22 თებერვალს
ენერგეტიკული კიბერ სამაგიდო, ტექნიკური სავარჯიშო ჩატარდა. ტექნიკური და სამაგიდო სავარჯიშოების მიზანს წარმოადგენდა სემეკის, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიების, ეროვნული კიბერ უწყებების ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერება, კრიტიკული ინფორმაციის ინფრასტრუქტურის უწყებებში კიბერ რისკების სათანადო შეფასება.

თეგები: როცა ბალანსი დაცულიასემეკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ
ახალი ამბები

წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ

14:21 08-25-2026
Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება DRESSUP-ში
ახალი ამბები

Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება DRESSUP-ში

13:16 08-25-2026
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები სასკოლო ფორმებზე პირველკლასელებისთვის
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები სასკოლო ფორმებზე პირველკლასელებისთვის

13:10 08-25-2026
როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?
ახალი ამბები

როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?

09:00 08-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved