• რეკლამა
  • კონტაქტი
15:33, პარასკევი, 11 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პუტინმა ორი უაღრესად აგრესიული მესიჯი გააჟღერა” – დათო გამცემლიძე

ალია ავტორი - ალია
16:44 02-22-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
425

ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე:

“პუტინი თავის სტილში გამოვიდა: რიტორიკული თვალსაზრისით უფერულად, თუმცა მნიშვნელოვანი რაღაცეები თქვა ამ `უფერულობაში`.
რაც მთავარია, მისი გამოსვლის უღიმღამობა სფიჩრაიტერთა უნიჭობის გამოვლინება კი არ არის, არამედ იმ კულტურული კოდიდან მომდინარეობს, რაც ზოგადად ახასიათებდათ მუდამ კრემლის ბინადართ:
აბა შევადაროთ ადოლფ ჰიტლერის სოციალური კომუნიკაციის სტილი სტალინის სტილს:
პირველ შემთხვევაში მიტინგი, მასა, ეგზალტაცია, ფეერიული მესიჯები…..სტალინის შემთხვევაში კი….საერთოდ გამოსულა მიტინგზე? მით უმეტეს მასის წინაშე? ორგზის უმეტეს ასე ეგზალტირებულად?
რადიოთი გამოვიდა 1941 წელს. `Братья и сёстры`…….ეს ერთი დასამახსოვრებელი მესიჯი იყო. მაგრამ მაინც ძალიან ძლიერი მესიჯი – ქრისტიანული ნარატივიდან.
ასევე რუსულ ეპოქალურ გმირებთან შედარება (ალექსანდრე ნეველი, დიმიტრი დონელი….) იმ რადიოგამოსვლაშიც და მოგვიანებით, თითქმის ალყაშემორტმული მოსკოვის მეტროში გამოსვლის დროსაც.
თუმცა მეტროში რომ გამოვიდა 1941 წლის გვიან შემოდგომით, მიტინგი არც იქ ყოფილა – პარტაქტივის კრება იყო, თუნდაც მქუხარე ოვაციებით და სკანდირებით Слава великому сталинуууууу……
ოღონდ ეს მაინც სხვაა და მიტინგი – სხვა.
რით აიხსნება ამგვარი სხვაობა?
ნამდვილად იმავე კულტურული კოდით, ისტორიული ტრადიციით და სისტემური სხვაობით Empire-სა და Nation-ს შორის.
სტალინი იყო Empire; ჰიტლერი – Nation
Соборность народа – ასე აღინიშნება ეს ფენომენი რუსულ ისტორიულ ნარატივში.
იმპერატორი მირონცხებულია. მას სხვა ლეგიტიმაცია და `მასისთვის` თავის გაყადრება არ უხდება და არც სჭირდება
ან თუნდაც ინაუგურაციათა განსხვავება შევნიშნოთ, ვთქვათ ამერიკაში და რუსეთში:
მოემართება ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდენტი `პენსილვანია ავენიუზე` თეთრი სახლიდან – კაპიტოლიუმის ბორცვისკენ, – კონგრესის წინ ფიცის დასადებად:
დიდებული ავენიუ სავსეა უბრალო ამერიკელებით: თეთრკანიანებით, შავკანიანებით, უფროსებით, ბავშვებით, ხეიბრებით, სპორტსმენებით……. ზეიმობენ, დროშებს აქნევენ – მათ აირჩიეს……მათი პრეზიდენტია: `მადლობას გიძღვნით ამერიკელებო უდიდესი პატივისთვის, – მემსახურა თქვენთვის პრეზიდენტად` – როგორც დაწერა სიცოცხლის დასალიერს დიდმა რონალდ რეიგანმა.
შევადაროთ: პუტინი გამოდის მარტო თავისი კაბინეტიდან….პირდაპირ ეთერში ტრანსლირებენ მის ნაბიჯებს კრემლის დერეფნებში….ჩადის ეზოში, სრულ სიცარიელეში ჯდება ლიმუზინში….მანქანების კორტეჟი ასევე სრულ სიცარიელეში მიემართება ინაუგურაციის ადგილისკენ….
განა გაუჭირდებათ მოჰყარონ მასა, რათა გზის გასწვრივ ასევე იქნევდეს დროშებს?
არა. მაგრამ ესეც საზრისია: Соборный народ უხილავად სუფევს (!), როცა მირონცხებული იმპერატორი გადაბრძანდება კრემლიდან….
ეს კულტურული კოდია მეთქი.
და გამოსვლაც იმავე სტილშია.
თითქოს უღიმღამო, არაფრის მთქმელი…სინამდვილეში ორი ძალიან მნიშვნელოვანი, უაღრესად აგრესიული მესიჯი გააჟღერა გუშინ:
1) რუსეთი აჩერებს მონაწილეობას სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების შეთანხმებაში. ანუ ერთ-ერთ ფუძემდებლურ აქტში, რამაც საბოლოოდ დაასრულა `ცივი ომი` და
2) ავალებს გენერალიტეტს მოემზადონ ბირთვული იარაღის გამოცდისთვის.
ამერიკას და რუსეთს ძააააალიან დიდი ხანია ბირთვული იარაღი აღარ გამოუცდიათ.
არადა, ხელშეკრულებით აქვთ უფლება მიწის ქვეშ ან წყლის ქვეშ გამოსცადონ.
ერთი სიტყვით, ეს `ნაცრისფერი` და `უღიმღამო`, უსიხარულო იმპერატორი პირკუშტად იმეორებს მთელი მსოფლიო წინაშე მისივე ფრაზას: “А зачем нам мир, в котором не будет России?”
ის რუსეთი, რომელიც უკრაინის გამარჯვების შემდეგ დაიბადება, სხვა ქვეყანა იქნება…..
ისევე, როგორც თანამედროვე გერმანიაა `სულ სხვა ქვეყანა` 1945 წლის შემდეგ.”
თეგები: დათო გამცემლიძეპუტინი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

14:23 09-11-2026
თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება

13:52 09-11-2026
წინანდლის ამფითეატრის სცენაზე მალერის “აღდგომა” შესრულდა
ახალი ამბები

წინანდლის ამფითეატრის სცენაზე მალერის “აღდგომა” შესრულდა

13:44 09-11-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:22 09-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved