• რეკლამა
  • კონტაქტი
20:30, ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ელჩი რატომ შეცვალა ამერიკამ?“ – სოსო ცინცაძე

ალია ავტორი - ალია
17:20 02-21-2023
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
8,355

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, სოსო ცინცაძე.

– ამერიკა საქართველოში ახალ ელჩს აგზავნის, რობინ დანიგენს. „ქართული ოცნებისა“ და მისი დანამატის, „ხალხის ძალის“ მომხრეები სთვლიან, რომ კელი დეგნანი სწორედ მათი სისტემატური კრიტიკისა და შეტევების გამო გაიწვიეს – ამერიკამ ანგარიში გაგვიწიაო. სინამდვილეში რა მოხდა?

– ვინც მაგას ამბობს, ერთი წიგნი მაინც აქვს წაკითხული დიმლომატიაზე? დიპლომატიის საფუძვლებს მაინც იცნობენ? დარწმუნებული ვარ, რა არის დიპლომატია, ისიც არ იციან. კელი დეგნანი  ამერიკის პირველი ელჩია საქართველოში, ვისაც ვადაზე ადრე უწყვეტენ უფლებამოსილებას? ცხადია, არა. საქართველოში ამერიკის ელჩების უმეტესობას, ოთხ  წლიანი ვადის გასვლამდე შეუწყვიტეს უფლებამოსილება და იმ ელჩების მიმართ, არავის არანაირი პრეტენზია არ ჰქონია. ტყუილად იბრალებს, ვინც იბრალებს, რომ კელი დეგნანის გაწვევა მისი დამსახურებაა ან ამაში იოტისოდენა წვლილი აქვს შეტანილი. ელჩს, ამ შემთხვევაში კელი დეგნანს, ბევრს არაფერს ეკითხებიან. არც ერთი ჩინოვნიკი არ არის შეზღუდული ისე უფლებებში, როგორც ელჩი. დეგნანს ჰყავს კურატორი სახელმწიფო დეპარტამენტში, რომელიც  მუდმივ კონტაქტზეა მასთან და კონკრეტულ დავალებებს აძლევს. დეგნანი ამ დავალებებს ასრულებს. ხშირ შემთხვევაში, მას მოსდიოდა კონკრეტული მესიჯები, რომელთაც  ახმოვანებდა. დეგნანის ყოველი სიტყვა, საქციელი, ეს არის ამერიკის სახელმწიფოს პოზიცია საქართველოსთან თუ იმ პროცესებთან მიმართებაში, რაც აქ ხდება. დეგნანის ხისტი რიტორიკა იყო ამერიკის რიტორიკა და დეგანის ნაცვლად პრეზიდენტ  ჯო ბაიდენს რომ ელაპარაკა იმ საკითხებზე, რაზედაც დეგნანი ლაპარაკობდა, იმავეს იტყოდა, შესაძლოა, სხვა სიტყვებით, მაგრამ შინაარსი უცვლელი იქნებოდა. ვფიქრობ, ამერიკის სენატი დაამტკიცებს ელჩად რობინ დანიგენს და ვნახავთ, ისიც იმავე პოლიტიკას გაატარებს საქართველოში, როგორსაც დაუკვეთენ. მე რადიკალურ ცვლილებებს არ ველი. ელჩი რატომ შეცვლა ამერიკამ? ეს მხოლოდ ამერიკის პრეზიდენტმა და სახდეპარტამენტის ხელმძღვანელებმა იციან. ალბათ, შესაძლოა, ახალი ელჩი უკეთ გადაწყვეტს იმ ამოცანებს, რომელსაც მას დაუსახავენ, ვიდრე დეგნანი. შესაძლოა, დეგნანი უფრო მნიშვნლოვან სამსახურში სჭირდებათ და იმიტომ მიჰყავთ, დააწინაურონ კიდეც და  რასაც დეგნანი კეთებდა, იმას ახალი ელჩიც წარმატებით გაუძღვება.

თეგები: სოსო ცინცაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved