• რეკლამა
  • კონტაქტი
09:24, ოთხშაბათი, 21 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პუტინის “დემონტაჟი”, კომპენსაცია უკრაინას და რუსეთი ევროკავშირში – ნავალნის 15 პუნქტიანი გეგმა

ალია ავტორი - ალია
14:45 02-21-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
310

რუსი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი, ციხიდან წერილს აქვეყნებს, სადაც ჩამოთვლილი აქვს 15 პუნქტი, რომელიც რუსეთმა უნდა შეასრულოს, თუ უნდა გადარჩეს და განვითარდეს.

ნავალნი:

უკრაინაში რუსული ჯარების სრულმასშტაბიანი და მაპროვოცირებელი შეჭრიდან ერთი წლის თავზე, რაც შეიძლება მოკლედ ჩამოვაყალიბე ჩემი და იმედია მაქვს, კიდევ ძალიან ბევრი ნორმალური ადამიანის პოლიტიკური ხედვები.

15 პუნქტიანი გეგმა რუსეთის მოქალაქისა, ვისაც თავისი ქვეყნისთვის სიკეთე უნდა.

რა იყო და რა არის დღეს?
1. პრეზიდენტმა პუტინმა უადგილო საბაბებით გააჩაღა უსამართლო აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ. ის უიმედოდ ცდილობს ამ ომს „სახალხო ომის“ სტატუსი მიანიჭოს, ცდილობს რუსეთის ყველა მოქალაქე თავის თანამზრახველად აქციოს, მაგრამ მისი მცდელობები წარუმატებელია. ამ ომისთვის მოხალისეები თითქმის არ არიან, ამიტომ პუტინის არმია ტყვეებს და იძულებით მობილიზებულებს ეყრდნობა.

2. ომის რეალური მიზეზებია პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემები რუსეთში, პუტინის სურვილი შეინარჩუნოს ძალაუფლება ნებისმიერ ფასად. ასევე პუტინი შეპყრობილია “ისტორიული მემკვიდრეობით”, მას სურს ისტორიაში შევიდეს როგორც „მეფე-დამპყრობელი“ და „მიწების შემგროვებელი“.

3. ათიათასობით უდანაშაულო უკრაინელი მოკლეს. ჩადენილია სამხედრო დანაშაულები. უკრაინის ქალაქები და ინფრასტრუქტურა განადგურდა.

4. რუსეთი სამხედრო მარცხს განიცდის. სწორედ ამის გაცნობიერებამ შეცვალა ხელისუფლების რიტორიკა „კიევი სამ დღეში“–დან, ისტერიულ მუქარამდე, რომ დამარცხების შემთხვევაში ბირთვული იარაღს გამოიყენებს. ათიათასობით რუსი ჯარისკაცის სიცოცხლე უაზროდ განადგურდა. საბოლოო სამხედრო მარცხს შეიძლება შეეწიროს ასობით ათასი მობილიზებული რუსი ჯარისკაცის სიცოცხლის, მთლიანობაში ეს გარდაუვალია. კომბინაცია – “აგრესიული ომი + კორუფცია + გენერლების უნიჭობა + სუსტი ეკონომიკა + გმირობა – მხოლოდ დამარცხებას იწვევს.

კრემლის ცრუ და თვალთმაქცური მოწოდებები მოლაპარაკებებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სხვა არაფერია, თუ არა სამხედრო მოქმედების პერსპექტივის რეალისტური შეფასება.

Რა უნდა გავაკეთოთ?
5. როგორია უკრაინის საზღვრები? იგივე, როგორიც რუსეთის – საერთაშორისოდ აღიარებული, 1991 წელს განსაზღვრული. ჩვენ, რუსეთმაც მაშინ ვაღიარეთ ის. რუსეთმა ახლაც უნდა აღიაროს ეს საზღვრები. განსახილველი არაფერია. მსოფლიოში თითქმის ყველა საზღვარი შემთხვევითია და ვიღაცის უკმაყოფილებას იწვევს. მაგრამ მათი ცვლილებისთვის ბრძოლა 21-ე საუკუნეში შეუძლებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამყარო ქაოსში ჩავარდება.

6. თავი დავანებოთ უკრაინას და მივცეთ საშუალება განვითარდეს ისე, როგორც მის ხალხს სურს. შევაჩეროთ აგრესია, დავასრულოთ ომი და გავიყვანოთ რუსული ჯარი უკრაინის ტერიტორიიდან. ომის გაგრძელება მხოლოდ უძალობის ისტერიაა, მისი შეჩერება კი ძლიერი ნაბიჯია.

7. უკრაინასთან, შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან და ბრიტანეთთან ერთად, მოსაძებნია მისაღები გზები უკრაინისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად. მაგალითად, (რუსეთში ხელისუფლების შეცვლისა და ომის დასრულების შემდეგ), ჩვენს ნავთობსა და გაზზე შეზღუდვების მოხსნით, მაგრამ კომპენსაციისთვის ნახშირწყალბადების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლის ნაწილის მიმართვით.

8. ომის დანაშაულების გამოძიება საერთაშორისო ინსტიტუტებთან თანამშრომლობით.

რატომ არის რუსეთის ინტერესებში პუტინის აგრესიის შეჩერება?

9. აქვს თუ არა ყველა რუსს იმპერიული მისწრაფებები?

ეს სისულელეა. მაგალითად, ბელორუსი მონაწილეობს უკრაინის წინააღმდეგ ომში. ბელორუსებსაც აქვთ იმპერიული მისწრაფებები? არა, მათ ასევე ჰყავთ დიქტატორი ხელისუფლებაში. რუსეთში, როგორც ნებისმიერ ქვეყანაში, ყოველთვის იქნებიან იმპერიული შეხედულებების მქონე ადამიანები, მაგრამ ისინი არ არიან უმრავლესობაში. ტირილისა და წუწუნის მიზეზი არ არის. ასეთი ხალხი უნდა დავამარცხოთ არჩევნებში, ისევე როგორც მემარჯვენე და მემარცხენე რადიკალები მარცხდებიან განვითარებულ ქვეყნებში.

10. სჭირდება თუ არა რუსეთს ახალი მიწები?

რუსეთი უზარმაზარი ქვეყანაა, არამჭიდროდ დასახლებული და განადგურების პირას  პროვინციებით. იმპერიალიზმი და ტერიტორიების მიტაცების სურვილი ყველაზე მავნე და დამანგრეველი გზაა. რუსეთის ხელისუფლება კიდევ ერთხელ ანგრევს ჩვენს მომავალს საკუთარი ხელით, მხოლოდ იმიტომ, რომ  ქვეყანა უფრო დიდი გამოჩნდეს რუკაზე. მაგრამ რუსეთი უკვე დიდია. ჩვენი ამოცანაა გადავარჩინოთ ხალხი და განვავითაროთ ის, რაც ისედაც გვაქვს.

11. ამ ომის მემკვიდრეობის სახით, ჩვენ მივიღებთ კომპლექსურ და ერთი შეხედვით გადაუჭრელ პრობლემებს. მნიშვნელოვანია, განვსაზღვროთ, რომ ნამდვილად გვინდა მათი გადაჭრა და ამის შემდეგ დავიწყოთ მოქმედება პატიოსნად და ღიად.  წარმატების გასაღები მდგომარეობს იმაში, რომ რუსეთისთვის და მისი ხალხისთვის არა მხოლოდ კარგი, არამედ ძალიან მომგებიანი იქნება ომის რაც შეიძლება მალე დასრულება: მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია დავიწყოთ სვლა სანქციების მოხსნისკენ, წასულის დაბრუნება, ბიზნესის ნდობის აღდგენა და ეკონომიკური ზრდა.

12. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ომის შემდეგ უკრაინისთვის პუტინის აგრესიით მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოგვიწევს. მაგრამ ცივილიზებულ სამყაროსთან ნორმალური ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა და ეკონომიკური ზრდის დაბრუნება შესაძლებელს გახდის ამის გაკეთებას ჩვენი ქვეყნის განვითარებასთან ერთად. ეს იქნება სწორი მორალურადად, იქნება რაციონალურიც და მომგებიანიც.

13. პუტინის რეჟიმისა და მისი დიქტატურის დემონტაჟი. იდეალურ შემთხვევაში, საყოველთაო თავისუფალი არჩევნებისა და საკონსტიტუციო ასამბლეის მოწვევის გზით.

14. ჩამოყალიბება საპარლამენტო რესპუბლიკისა, რომელიც ეფუძნება ძალაუფლების მემკვიდრეობას სამართლიანი არჩევნების, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის, ფედერალიზმის, ადგილობრივი თვითმმართველობის, სრული ეკონომიკური თავისუფლებისა და სოციალური სამართლიანობის გზით.

15, ჩვენი ისტორიისა და ტრადიციების გათვალისწინებით, ჩვენ უნდა ვიყოთ ევროპის ნაწილი და მივყვეთ განვითარების ევროპულ გზას. სხვა (გზა) არ გვაქვს და სხვა არ გვჭირდება.

 

 

 

 

 

 

თეგები: ალექსეი ნავალნი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

პრემია „ელისოს“ 2025 წლის ჟიურის შემადგენლობა ცნობილია
ახალი ამბები

პრემია „ელისოს“ 2025 წლის ჟიურის შემადგენლობა ცნობილია

14:50 05-20-2025
ფრანგი სპეციალისტების პრეზენტაცია ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდი გამაღდეს (Gamarde) PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის
ახალი ამბები

ფრანგი სპეციალისტების პრეზენტაცია ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდი გამაღდეს (Gamarde) PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის

14:30 05-20-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ტერიტორიაზე სკოლის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ტური ჩატარდა
ახალი ამბები

„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ტერიტორიაზე სკოლის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ტური ჩატარდა

18:49 05-19-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved