პოლიტიკოსი, ქართული მარშის ლიდერი, სანდრო ბრეგაძე, რუსთავის მერიას მექრთამეობაში ადანაშაულებს და წერს:
“რუსთავის მერია – კორუფციის და მექრთამეობის ბუდე
უბრალო , პატარა მშენებლობის ნებართვაშიც კი ქრთამს ითხოვენ 

პირდაპირ ფულის საჭრელი “ ცეხი “ აქვთ გახსნილი 

მექრთამეობა , ნეპოტიზმი , კორუფცია და კრიმინალი ერთმანეთშია გადახლართული 

ასევეა ქვემო ქართლის მთელს რეგიონში 

კორუფციის და მექრთამეობის რამდენიმე სერიოზული ფაქტი უკვე გადმომცეს – თუ თქვენც გაქვთ ანალოგიური ფაქტები – გთხოვთ მომწეროთ პირადში 

ჩვენს ნაბრძოლზე და ნაომარზე პორტირებული ნაცები მოვიდნენ და ჩარჩ-ვაჭრების ბაზრად აქციეს რუსთავი – ქვემო ქართლის რეგიონი 

ძალიან მალე მომაწოდებენ კორუფციის ბუდის მთელს სქემას , რომელსაც აუცილებლად გავასაჯაროებ
“

“ალიამ” სცადა რუსთავის მერიასთან დაკავშირება და თუ მერია კომენტარს გააკეთებს, მასალა აქვე განახლდება.
კომენტარები