დეპუტატი, სალომე სამადაშვილი, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება და წერს:
“ევროკავშირში გაწევრიანება ნიშნავს, რომ ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს უვიზოდ ჩასვლა კი არა, სამუშაოდ და საცხოვრებლად გადასვლა შეეძლება ყველგან ევროკავშირში.
უვიზო მიმოსვლამ თუ გამოიწვია საქართველოდან მასობრივი ემიგრაცია, გაწევრიანებისთვის რისთვის იკლავს თავს ეს ქვეყანა. არც ყოფილა საჭირო, მთავრობის ლოგიკით.
ახალი პროპაგანდისტული გზავნილი ქართული ოცნებისგან, ევროპის წინააღმდეგ.”
კომენტარები