დეპუტატი, ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი, სალომე სამადაშვილი:
რომან გოცირიძესთან ერთად ბევრი მძიმე ბრძოლა გავიარეთ 2016 წლის მოწვევის პარლამენტში.
2017 წელს, პარტიის გაყოფის შემდეგ, სრულიად მოულოდნელად დავრჩით ძლივს შეკოწიწებულ ენმ-ის ფრაქციაში-ბატონი რომანი თავმჯდომარე, მე-მისი მოადგილე.
ძალიან ღირსეულად გაუძღვა ჩვენს საპარლამენტო საქმიანობას ამ ურთულეს ვითარებაში.
დიდი დანაკარგია მისი წასვლა ენმ-დან და წარმატებებს ვუსურვებ მას.
კომენტარები