• რეკლამა
  • კონტაქტი
22:19, სამშაბათი, 21 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოცნების” მოგონილი 4 მითი ევროკავშირზე – გვეუბნება თუ არა ევროკავშირი, რომ სააკაშვილს თუ არ გავუშვებთ, არ მოგვცემს კანდიდატობას?

ალია ავტორი - ალია
16:03 02-16-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
704

დეპუტატი, სალომე სამადაშვილი:

“ოცნების მოგონილი მითები და რეალობა ევროკავშირზე:

მითი 1-ბიძინა ივანიშვილი დე-ფაქტო სანქცირებულია შვეიცარული ბანკის მიერ.

რეალობა – ივანიშვილი არაა სანქცირებული – მას აქვს კერძო დავა ბანკთან, რომელიც მრავალი წლის წინ დაიწყო-ედავება, რომ მეტი ფული უნდა ეშოვნა მათთან დაბანდების შედეგად და თაღლითმა თანამშრომელმა მოატყუა. ბანკი არ ეთანხმება და არ უხდის მოთხოვნილ თანხას. ამ დავას არაფერი საერთო არა აქვს არც სანქციებთან და არც ბიძინას როლთან ქართულ პოლიტიკაში. ის, რომ ეს დავა აიყვანეს სახელმწიფო რანგში, ადასტურებს სწორედ იმას, რომ ქვეყანას მართავს ოლიგარქი ივანიშვილი და მიტაცებული აქვს ქართული სახელმწიფო.
მითი 2 – უკვე დე-ფაქტო სანქცირებულ ბიძინას, ახლა ევროპარლამენტი ემუქრება ფორმალური სანქციებით იმ მიზნით, რომ დაბრუნდეს პოლიტიკაში.
რეალობა – ივანიშვილს ევროკავშირი ეუბნება, რომ შეწყვიტოს ქვეყნის მართვა, როგორც არაფორმალურმა მმართველმა და სახელმწიფოს მიტაცება, მაგალითად შვეიცარულ ბანკთან კერძო დავის მოსაგვარებლად. ის ჯერ არაა სანქცირებული და მისთვის სანქციების დაწესებას ევროპარლამენტი ითხოვს სწორედ ამ მიზნით. ჩრდილოვანი მაფიოზური მმართველობის ქვეყანას ვერ მივიღებთ ევროკავშირში-ეს თქვა ევროპამ. ბიძინას პოლიტიკაში დაბრუნებას არავინ ითხოვს, დეოლიგარქიზაცია ნიშნავს დებიძინიზაციას.
მითი 3 – ბიძინას სანქციებით ემუქრებიან იმისთვის, რომ გახსნას მეორე ფრონტი რუსების წინააღმდეგ.
რეალობა – რაც ყველაზე მეტად დააზიანებს დასავლეთს დღეს, არის მეორე ფრონტი საქართველოში-მოშლილი სატრანზიტო გზები, ენერგეტიკული უსაფრთხოება და დამატებითი გამოწვევები. არავის არ სჭირდება მეორე ფრონტი საქართველოში, ბიძინას მოგონილი ტყუილია, რომ დაგაშინოთ ომით და გააგრძელოს თქვენს ხარჯზე, საკუთარი მილიარდების დაცვა, სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენებით.
მითი 4 – ევროკავშირი გვეუბნება, რომ სააკაშვილს თუ არ გაუშვებთ, არ მოგცემთ კანდიდატობას.
რეალობა – ევროკავშირი გეუბნება, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი. სააკაშვილის საქმე, ისევე, როგორც გვარამიას საქმე-არის მაგალითი იმის, რომ ქვეყანას არ გააჩნია დამოუკიდებელი სასამართლო. მხოლოდ სააკაშვილის და გვარამიას პრობლემის მოგვარება არ იქნება კანდიდატის სტატუსის მისაღებად საკმარისი.
არჩევანი ის კი არაა, მიშა თუ ბიძინა, როგორც პროპაგანდა გატყუებთ, არა-არჩევანია-ევროპული სახელმწიფო ან ფეოდალური ოლიგარქია.
სახელმწიფო რას ნიშნავს, გიწერია ევროკავშირის 12 მოთხოვნაში. არ შეასრულებ ამ მოთხოვნებს და დარჩები ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის და რუსების მონობაში. ფეოდალურ წყობაში ყმობას თუ ვირჩევთ, ძალით არავინ გაგვათავისუფლებს.”
თეგები: სალომე სამადაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია
ახალი ამბები

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია

14:31 07-21-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალი: პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი მე-8 სეზონზე ოთხი კონცერტით წარდგება

14:02 07-21-2026
ეპილაცია
ახალი ამბები

ალექსანდრიტი, დიოდი, თუ ნეოდიუმი? – მითები და სიმართლე ეპილაციის ტიპებზე

14:49 07-20-2026
თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად

14:01 07-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved