• რეკლამა
  • კონტაქტი
08:40, ორშაბათი, 15 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ZANAGRO მწვანე ენერგიაზე გადასვლას გეგმავს

ალია ავტორი - ალია
16:01 02-13-2023
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
228

ZANAGRO ქართული აგრარული პროფილის საწარმოო კომპლექსია, რომელიც
ქართულ ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდა.
თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინდუსტრიული საშუალებების
გამოყენებით მარცვლეულის – სიმინდი, ქერი, სოიო – წარმატებით მოყვანისა
და რეალიზაციის შემდეგ, კომპანიამ, პირველად საქართველოში, მიწისა და
კლიმიატური პირობების შესწავლის შემდეგ, აბაშის რეგიონში 12 ჰა-ზე
ბრინჯის საცდელი ჯიშები გააშენა და 8 ტონამდე მოსავალი აიღო.
კომპანიაში ამბობენ, რომ მიღებული შედეგები ქმნის პერსპექტივას,
აღნიშნული პროდუქტის ასპოცენტიანი იმპორტი ჩანაცვლდეს შიდა
წარმოებით, საქართველომ კი განახორციელოს ბრინჯის გარკვეული
მოცულობის ექსპორტი. ეს იდეა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ
ფაქტის გათვალისწინებით, რომ ამიერკავკასია მსოფლიო ბაზარზე ბრინჯის
100%–იან იმპორტს ახორციელებს.
მიღებული შედეგების საფუძველზე ორგანიზაცია გეგმავს სათესი ფართობის
გაზრდას, ბრინჯის ინდუსტრიული წესით დათესვას და გადამუშავებას.
მარცვლეულის მოყვანა-რეალიზაციის 5 წლიანი გამოცდილებისა და
დაკვირვების შედეგად, კომპანიის დამფუძნებლებისთვის აშკარა გახდა
მარცვლეულის გადამამუშავებელი ქარხნის საჭიროება, ამიტომ, 5 წლის თავზე,
ZANAGRO -მ სენაკის რაიონის სოფელ ნოსირში საკუთარი ქარხანა ააშენა.
„2017 წელს გადავწყვიტეთ, არ შემოვფარგლილიყავით მხოლოდ
მარცვლეულის მოყვანით და ბიზნესი მომსახურების მიმართულებითაც
განგვევითარებინა. ავაშენეთ საწყობი და ქარხანა, რომელშიც ხდება
მარცვლეულის გაშრობა-გამოცხობა. ამის გამოცდილება მანამდე დასავლეთ
საქართველოში არ არსებობდა, ფერმერები ელოდნენ, როდის მიაღწევდა
მცენარე საჭირო ტენიანობას და მხოლოდ ამის შემდეგ იღებდნენ მოსავალს,
ამას კი დიდი ზარალი მოჰყვებოდა ხოლმე – მარცვლეული ინესტებოდა და
ზიანდებოდა. ჩვენს ქარხანაში მარცვლეული შესაბამის დანადგარში შრება,
შემდეგ კი, რეალიზაციამდე, საწყობში ინახება. შესაბამისად, დანაკარგი
გაცილებით ნაკლები გვაქვს, მოსავალი კი – მეტი. თავიდან ფერმერები
სკეპტიკურად უყურებდნენ ამ მეთოდს, თუმცა თანდადან დარწმუნდნენ
მარცვლეულის გამოშრობის საჭიროებაში და შესაბამისად, ჩვენთან
შეკვეთებიც ყოველწლიურად იზრდება,“ – ამბობს კომპანიის გენერალური
მენეჯერი, ლევან ჩილაჩავა.

გარდა საშრობი ქარხნისა, ZANAGRO თიბისის მხარდაჭერით მიწათმოქმედებს
ტექნიკით მომსახურებას, მიწების დამუშავებასა და აგრონომით
მომსახურებასაც სთავაზობს. კომპანიის სერვისის ძირითადი მომხმარებელი
ადგილობრივი გლეხები და ფერმერები არიან.
თიბისის დახმარებით კი კომპანიამ 116 კვტ-ის მოცულობის მზის პანელები
დაამონტაჟა, რომელსაც საკუთარი წარმოებისთვის მოიხმარს. ლევან ჩილაჩავა
ამბობს, რომ ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ეკოლოგიაზე ზრუნვა და
მწვანე ენერგიაზე გადასვლაა. შესაბამისად, მომავალში თიბისის მხარდაჭერით
ZANAGRO მწვანე ენერგიის 500 კვტ-მდე გაზრდას და გამონაბოლქვის 28
ტონამდე შემცირებას გეგმავს.
კომპანია, ასევე, გეგმავს კომბინირებული საამქროს აშენებას, რომელშიც
ZANAGRO ცხოველებისა და ფრინველების საკვებ პროდუქციას აწარმოებს.

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ლარის კურსი და კონვერტაცია
ახალი ამბები

ლარის კურსი და კონვერტაცია – რა ღირს ლარი 15 ივნისამდე?

20:00 06-14-2026
დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

14:07 06-12-2026
Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved