• რეკლამა
  • კონტაქტი
03:04, შაბათი, 1 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

საერთაშორისო ტექ-კომპანია Thoughtworks რეგიონში პირველად თიბისი ჯგუფთან ითანამშრომლებს

ალია ავტორი - ალია
13:22 02-13-2023
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
233

საერთაშორისო ტექნოლოგიურმა საკონსულტაციო კომპანია Thoughtworks-მა თიბისი ჯგუფთან თანამშრომლობა დაიწყო, რაც Thoughtworks-ის  პირველი პარტნიორობაა რეგიონში.

კომპანია Thoughtworks ტექნოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების ფარგლებში თიბისის ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციაში დაეხმარება და Microsoft, AWS (Amazon Web Services), Google Cloud და სხვა წარმატებულ კომპანიებთან პარტნიორობით მიღებულ ცოდნას გაუზიარებს. Thoughtworks-თან პარტნიორობა თიბისისთვის დიდი წინსვლაა ტექნოლოგიური თვალსაზრისით, რადგან სიახლეების მიწოდების სიხშირესთან ერთად, გაიზრდება მიწოდებული პროდუქტისა და მომსახურების ხარისხი.

ტექნოლოგიური საკონსულტაციო კომპანია Thoughtworks გლობალურ მასშტაბებზე მოთამაშე წამყვანი ორგანიზაციაა. გამოცდილი პროფესიონალები თიბისის გუნდს საჭირო რჩევებითა და ტექ. პროექტებში უშუალო (Hands-on) ჩართულობით უზრუნველყოფენ, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში დაგროვებულ გამოცდილებას გაუზიარებენ და ტექ-სამყაროს გამოწვევებისთვის ფეხის აწყობაში დაეხმარებიან.

„თავისი არსებობის მანძილზე თიბისი ყოველთვის ზრუნავდა საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შექმნაზე, რასაც აღწევდა ინოვაციური ციფრული პროდუქტებისა და სერვისების მუდმივი განვითარებით. საერთაშორისო დონის კომპანიებთან პარტნიორობა გვეხმარება, მათი ცოდნა, ხედვები და გამოცდილება ჩვენი მიზნებისკენ მიმავალ გზაზე დავიხმაროთ და ადამიანებს გავუმარტივოთ ცხოვრება. შესაბამისად, კომპანიისთვის საამაყო სიახლეა ისეთ წარმატებულ და გამოცდილ კომპანიასთან თანამშრომლობა, როგორიც Thoughtworks-ია.” – ამბობს ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

თიბისი მუდმივად უწყობს ფეხს გლობალურ ტექნოლოგიურ ტენდენციებს და მომხმარებელს მომავალში კიდევ უფრო მეტი ციფრული სიახლის შეთავაზებას ჰპირდება.

პარტნიორობის შესახებ მეტი ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში

16:37 10-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved