• რეკლამა
  • კონტაქტი
08:43, პარასკევი, 30 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, რომელმა იდიოტმა მოიფიქრა ეს სიბრიყვე, რომ თუ ლევან ხაბეიშვილს არ ვუჭერ მხარს, ესეიგი “მელიისტი” ვარ?” – კობა ხაბაზი

ალია ავტორი - ალია
03:20 02-13-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38,008

უკრაინაში მყოფი კობა ხაბაზი სოციალურ ქსელში წერს:

,,ბოდიშს ვიხდი მეგობრებთან, მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებ ეს თემა კიდევ ერთხელ გავატარო.
კიდევ ერთმა “თანამებრძოლმა” დამდო კომენტარებში ბრალი მიშას გაწირვაში და მისი სიტყვებით რომ ვთქვა “საკითხავია წინა ხაზზე ვარ თუ არა”.
პასუხს აქ, ღია კედელზე გავცემ, კომენტარის კომენტარის კომენტარებში რომ არ ვეძებო.
————————————————–
1. ჩემო “თანამებრძოლო”, მეორე ხარ, ვინც ამ თემაზე, წინა ხაზზე ვარ თუ არა, მიკომენტარებს ეჭვების ფრქვევით… იქნებ ნაკაწრებიც გაინტერესებს? თუ უფრო მეტი, იქნებ რუსის ტყვიამ მოვაკვლევინო თავი, თქვენისთანებს რომ დავუმტკიცო წინა ხაზზე ვარ თუ არა? დავიჯერო ერთი ნაცნობიც არ გყავთ “ქართულ ლეგიონში” რომ ჰკითხოთ სად ვარ?
ისე ქოცებიც აღარ ამბობენ წინა ხაზზე არ არისო და “ჩვენიანებს” რა გჭირთ, რა უბედურება?
2. თურმე მელიას რომ ვერაფერი გავუბედე, ამიტომ წამოვედი უკრაინაში.. 🙂
ანუ მელიასთან ვერ გავბედე და რუსეთთან საომრად წავედი.. მელიას ყოვლისშემძლეობაზე
მგონი ასეთი კომპლომენტი მელიასთვის მის თავგადაკლულ მომხრეებსაც კი არ უთქვამთ.
3. მე გავწირე მიშა? ქოცებმა პუტინზე რომ არაფერი თქვან, მესიჯი მოიფიქრეს “ზელენსკიმ ვერ აიცდინა ომი” (მიშას პირდაპირ ადანაშაულებდნენ), ანუ პუტინის ბრალი კი არ არის, ბუჩა, ირპენი, ბახმუტი და ასე შემდეგ არამედ ზელენსკის, რელმაც ომი ვერ აიცილა.. ქოცებს რომ ემსგავსებით ისრის გადატანაში გიფიქრიათ?
უკრაინიდან მიშა რომ გააძევეს, მე ჩავედი უკრაინაში და კრაკოვიცაში, მიშას შემოსაყვანად უკრაინა-პოლონეთის საზღვრის გარღვევაში მივიღე მონაწილეობა, მიშა უკრაინაში რომ შემოსულიყო, იცი რა ვუთხარი საზღვრის გარღვევის შემდეგ ჩემი იქ ნახვით გაკვირვებულ მიშას?
“ჩემო პრეზიდენტო (ასე მივმართავ ყოველთვის) მე სხვა ჩვენი თანამებრძოლისგან განსხვავებით ორმაგ ვალში ვარ თქვენთან, ყველას თუ საქართველოს მომავლის რწმენა დაუბრუნე, მე დამატებით, აჭარიდან გამოგდებულს, სასიკვდილოდ ნაცემს, უკან, ჩემს სახლში დაბრუნების საშუალება მომეცი, მაგრამ არ იფიქროთ, რომ მე ამით ვალი დაგიბრუნეთ, არა, ვალი დაბრუნებული მექნება თუ ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოში უსაფრთხოდ დაბრუნდე.”
სწორედ ეს, უსაფრთხოდ დაბრუნების მექანიზმების არარსებობა, იყო ის მიზეზი, რის გამოც კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი მიშას დაბრუნების, მივწერე, დავურეკე და ასე შემდეგ, რომ სანამ ასეთი მექანიზმები არ შეიქმნებოდა, არ ჩამოსულიყო, ამაზე ვეჩხუბებოდი ყველას, ვინც მიშას ჩამოსვლას ითხოვდა, ოღონდ კიდევ ერთხელ განვმარტავ, ზოგადად მიშას ჩამოსვლის წინააღმდეგი კი არ ვიყავი, პირიქით, უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ რაც მისი ჩამოსვლისთვის მზაობა გვექნებოდა.
სამწუხაროდ მოხდა ის რაც მოხდა, ამის შემდეგ ერთხელაც არ დამიდანაშაულებია ის ხალხი ვინც მიშას ჩამოსვლას ითხოვდა, პირიქით, ჩავთვალე რომ ისინი გულწრფელები იყვნენ და ყველგან, თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ყველა დონეზე აქცია, კარავი, შიმშილობა ვიდექი მათთან ერთად, ვინც მიშას გათავისუფლებისთვის იბრძოდა და მგონი არ დარჩენილა ერთი ადამიანიც, რომლისთვისაც ტვინი არ გამებურღოს წინააღმდეგობის მოძრაობის ჯგუფების აუცილებლობის შესახებ და სხვათაშორის ამ საკითხში ბევრი ისეთი მეწინააღმდეგებოდა, ვისაც დღეს თქვენ იცავთ “თანამებრძოლო”.
დღესაც არ არის ყველაფერი დაგვიანებული, ბევრი რამის გაკეთება შეიძლება, ამაზე ვრცლად მომდევნო პოსტში დავწერ, იმედია გაითვალისწინებენ, ან უკეთესს მოიფიქრებენ.

და ბოლოს, კიდევ ერთხელ დავსვამ კითხვას, ვინ, რომელმა იდიოტმა მოიფიქრა ეს სიბრიყვე, რომ თუ ლევან ხაბეიშვილს არ ვუჭერ მხარს, ესეიგი “მელიისტი” ვარ?
“მელიისტები”, (უკვე ცოტა შეღებილები) ხაბეიშვილის მხარდამჭერებში მოიკითხე “თანამებრძოლო”, დამერწმუნე იქ ბლომად არიან.”

თეგები: კობა ხაბაზი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია – GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია – GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა

18:25 10-29-2026
კახეთის სასტუმროები
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები – სად დავრჩეთ რეგიონის უკეთ გასაცნობად?

17:17 10-29-2026
Euromoney: თიბისი ფულადი სახსრების მართვაში კორპორატიული კლიენტების N1 არჩევანია
ახალი ამბები

Euromoney: თიბისი ფულადი სახსრების მართვაში კორპორატიული კლიენტების N1 არჩევანია

16:33 10-29-2026
პეპტიდები
ახალი ამბები

ორგანიზმის აღდგენა და გაახალგაზრდავება – რა უნდა იცოდეთ პეპტიდების შესახებ?

16:22 10-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved