• რეკლამა
  • კონტაქტი
18:41, შაბათი, 26 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„წყალში რომ აღმოჩნდნენ, ქალი მიხვდა, რომ ორივე ბავშვის გადარჩენას ვერ შეძლებდა და ერთი მათგანი უნდა გაეწირა“ – თეა გვასალია

ალია ავტორი - ალია
23:06 02-12-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
662

ჟურნალისტი, მთარგმნელი თეა გვასალია:

„იმაზე მეტად, რაც თურქეთში და სირიაში ტრიალებს, პირდაპირ ეთერში რომ ვუყურეთ, როგორ ქვიშის კოშკებივით ჩამოიფშვნა ცხრა და მეტსართულიანი კორპუსები, როგორ ცდილობდნენ მაშველები ნანგრევებში ცოცხლად გადარჩენილების მოძებნას და გამოყვანას, როგორ ეჭირა ყინვაში მაისურისამარა მამას ნანგრევებში მოყოლილი შვილის ხელი და ზღაპრებს უყვებოდა, მაშველების მოსვლამდე რომ არ შეშინებოდა, რამ უნდა დაგვანახოს ადამიანებს, რომ ასეთი მასშტაბური უბედურების დროს, ეროვნება, რელიგია და პოლიტიკური მრწამსი მეასეხარისხოვანი ხდება და თუნდაც იმ შვიდი სიცოცხლისთვის, ესპანელმა მეხანძრეებმა რომ გადაარჩნეს, ღირდა მათი გაგზავნა თურქეთიდან 4 500 კილომეტრში მდებარე ესპანეთის რამდენიმე ქალაქიდან.
წლების წინ, ინდონეზიას საშინელი ცუნამი რომ დაატყდა თავს და უამრავი ტურისტი და ადგილობრივი დაიხრჩო, მოვისმინე ცოცხლად გადარჩენილი დედის გულისგამგმირავი მონაყოლი, უფრო სწორად, ამბის ნაწილი, რადგან ბოლომდე მოსმენა ვერ შევძელი და დღემდე არ ვიცი, რა არჩევანი გააკეთა. ტალღა რომ წამოვიდა, მას თავისი ორი პატარა შვილისთვის დაუვლია ხელი და ამაოდ უცდია გაქცევა. წყალში რომ აღმოჩნდნენ, ქალი მიხვდა, რომ ორივე ბავშვის გადარჩენას ვერ შეძლებდა და ერთი მათგანი უნდა გაეწირა. მეტის მოსმენა ვერ შევძელი, ვიდეო გამოვრთე და მომდევნო რამდენიმე თვე, ლამის ყოველ ღამე, ცივ ოფლში გაღვრილს მეღვიძებოდა, რადგან სიზმარში, უფრო სწორად, კოშმარში, მე მიწევდა იგივე არჩევანის გაკეთება, ვერც ერთს ვერ ვუშვებდი ხელს და ოკეანის ფსკერზე დაშვებულს, ფილტვებში ბოლო ყლუპი ჰაერი რომ გამომელეოდა, ჩემივე გულის ბაგა-ბუგი მაღვიძებდა და თავიდან ვიბადებოდი, სამივეს ჩემთან ახლოს, მშვიდად მძინარეს რომ ვხედავდი.
უკვე მაშინ დავასკვენი და აგერ, ჩვენგან ორ ნაბიჯში მომხდარმა უბედურებამ კიდევ უფრო განმიმტკიცა აზრი, რომ ბედნიერება არც სიმდიდრეა, არც თვალისმომჭრელი სილამაზე, არც პოპულარობა და არც ძალაუფლება. ყველაზე ბედნიერი მაშინ ხარ, დილით, მზის ამოსვლისას ადგომა თუ შეგიძლია, შენს მიკროსამყაროში ყველა თუ ჯანმრთელად გყავს, შენი ქალაქის ქუჩებში თუ დადიხარ და იმ ყოველდღიურ რუტინას ასრულებ, ხშირად მოსაბეზრებელი რომ გგონია, მაგრამ, ღმერთმა დაგვიფაროს და ერთ დღეს ომი რომ დაიწყოს ან სტიქიამ გადაგვიაროს, ყველაზე მეტად რომ მოგენატრება. ფრანგებისთვის ეშმაკი თუ დეტალებშია, ჩემთვის ბედნიერებაა დეტალებში, ყოველდღიურ, ჩვეულებრივ დეტალებში, დილით ჩაიდანს რომ შეუნთებ ცეცხლს და ღამით, მშვიდად რომ დადებ თავს საკუთარ ბალიშზე. იყო დრო, ბედნიერებად ესპანეთში ყოფნა, „ამბობენის“ კეთება, მარკესის თარგმნა და ახალი გამოწვევები მიმაჩნდა, მაგრამ მას შემდეგ იმდენი უბედურება დატრიალდა დედამიწაზე, რომ ეს ყველაფერი ერთმა სიტყვამ „სიმშვიდემ“ გადაიწონა.“
თეგები: თეა გვასალია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved