საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ საპარლამენტო ოპოზიციას მიმართა და განაცხადა:
“ჩირგვებში იყავით შეყუჟულები და ამიტომაც ხართ ხელმოცარულები, განახლებული რომ დაარქვით პარტიას და 54 კაცი მოგდევდათ გუშინწინ. ზუსტად ვიცი, იმ კვირაში პარლამენტში შემოხვალთ, რით „გააპრავებთ“ მერე ამას? ასეთი უსუსურები ხართ, უკვე თქვენებიც აღარ გიჯერებენ და ამიტომ არის მრავალათასიან პარტიას 54 კაცი შემოგრჩათ, არ ხართ გულწრფელები და თქვენებმაც გაგშიფრეს“.
კომენტარები